საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შემთხვევაში, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული, 10 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი, განურჩევლად მოქალაქეობისა, თავისუფლდება ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის ვალდებულებისგან. ისინი ასევე არ არიან ვალდებულები, საქართველოში შემოსვლიდან მესამე დღეს, ჩაიტარონ განმეორებითი PCR ტესტი.
აღნიშნული დადგენილება, საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 16 ივნისს მიიღო.
*დაჯავშნე ბილეთი Fly.ge-ზე და ჩაიტარე PCR ტესტი სპეციალურ ფასად