16 ივნისიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებისკენ, ავიაკომპანია “Air Arabia Abu Dhabi” აბუ-დაბი-თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს.
ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ავრცელებს.
ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება 2021 წლის ივლისში დაიწყო.