Eurostat-ის ცნობით, 2021 წლის დეკემბერში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, ევროკავშირში კომერციული ფრენების რაოდენობა 130%-ით გაიზარდა. თუმცა, ზრდის მიუხედავად, ეს მაჩვენებელი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით (2019 წლის დეკემბერი) 24%-ით დაბალია.
2021 წლის დეკემბერში ევროკავშირში 383 720 კომერციული ფრენა შესრულდა, 2020 წლის დეკემბერში – 166 990, ხოლო 2019 წლის დეკემბერში კი – 504 270.
2021 წლის დეკემბერში კომერციული ფრენების ყველაზე დაბალი კლება ევროკავშირის ქვეყნებს შორის დაფიქსირდა ხორვატიაში (-6% 2019 წლის დეკემბერთან შედარებით), საბერძნეთსა (-8%) და კვიპროსზე (-9%). ამის საპირისპიროდ, ფრენები 40%-ზე მეტით შემცირდა მხოლოდ ჩეხეთსა და ავსტრიაში (ორივე -41%).
2021 წელს, 2019 წელთან შედარებით აღდგენის კუთხით ყველაზე პოზიტიური მაჩვენებელი საბერძნეთში (-29%), კვიპროსსა (-38%) და ლუქსემბურგში (-39%) დაფიქსირდა, ნეგატიური კი ირლანდიაში (-64%), სლოვენიასა და ჩეხეთში (ორივე -62%).
დეტალურად იხილეთ აქ