2023 წლის მაისიდან შენგენის ქვეყნებში გამგზავრების მსურველთათვის “ETIAS”-ის სავიზო პროგრამა ამოქმედდება, ხოლო ევროპის მონახულება “ფასიანი” გახდება. სისტემაში ინფორმაციის შევსება ონლაინ იქნება შესაძლებელი. განაცხადის შესავსებად, ბიომეტრიული ინფორმაციის შევსება არ არის აუცილებელი გახდება. “ETIAS” არ არის იგივე, რაც ვიზა. ის უფრო სწრაფია, მისი გაკეთება შესაძლებელია ონლაინ და არ საჭიროებს ბიომეტრიული ინფორმაციის შევსებას.
18-დან 70 წლამდე ასაკის პირებისთვის, “ETIAS” სისტემაში განაცხადის დარეგისტრირების ღირებულება 7 ევრო იქნება. მოგზაურობის მსურველს სისტემაში ავტორიზაციის შემდეგ, სამწლიანი პერიოდი აქვს. ავტორიზებულმა მოგზაურებმა, სტანდარტული იმიგრაციის წესები უნდა დაიცვან.
ვროკავშირის მიერ გამოცემული ახალი მემორანდუმის თანახმად, განაცხადის პროცესი გაივლის “ძირითადად ავტომატიზებულ IT სისტემას”, რომლის დამტკიცება საჭიროებს “წუთებს” განმცხადებელთა დაახლოებით 95%-სთვის. დამტკიცებისთვის საჭირო მაქსიმალური დრო შეიძლება ერთ თვემდეც გაიწელოს. ხოლო ნებისმიერი პირი, რომლის განაცხადიც უარყოფილი იქნება, გასაჩივრების უფლებას მიიღებს.
იმ შემთხვევაში კი, თუ პირს გასაჩივრების შემდგომაც ვერ გაივლის ავტორიზაციას, შენგენის ქვეყნების საზღვრის გადასაკვეთად, საელჩოში, სტანდარტული სავიზო პროცედურების გავლა დასჭირდება.