29 წლის ნადია ბენკლიანი საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი ქალი მფრინავია
+2

29 წლის ნადია ბენკლიანი საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი ქალი მფრინავია

29 წლის ნადია ბენკლიანი საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი ქალი მფრინავია. 29 წლის ნადია ბენკლიანის შესახებ ინფორმაციას “Day of the Girl”-თან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაცია “USAID/Georgia”, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.
„ფრენის განცდების გადმოცემა ძალიან რთულია, იმდენ რამეს გრძნობ – პასუხიმგებლობას, საკუთარი თავის რწმენას, სიამაყისა და ბედნიერების განცდას. განსაკუთრებით სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა, როცა თვითმფრინავს უშუალოდ შენ მართავ. წარმატებულად განხორციელებული პროცესი გარწმუნებს იმაში, რომ შენ შეძელი და სწორი არჩევანი გაგიკეთებია, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა“ – ნადია ბენკლიანი.
“როცა გოგონებისთვის ვქმნით უსაფრთხო და კარგ გარემოს, ვეხმარებით მათ გახდნენ ლიდერები, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საზოგადოების განვითარებაში. ვამაყობთ, რომ საქართველოში ხელს ვუწყობთ გოგონებს გახდნენ სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, მეწარმეები, საჯარო მოხელეები, სამხედრო ოფიცრები, სპორტსმენები და მფრინავებიც კი. მიზნისა და წარმატების მისაღწევად ავიაციაში შრომა და ბრძოლა ნადიას სხვებზე მეტი დასჭირდა, იმიტომ, რომ ქალი იყო.” – ვკითხულობთ “USAID/Georgia”-ს ოფიციალურ გვერდზე.
ნადია ბენკლიანი დამოუკიდებელი საქართველოს და საქართველოს ავიაციის პირველი ქალი მფრინავია, თუმცა ავიაციას ქართველი ქალები, ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში ემსახურებოდნენ. ეროვნული არქივი, მწირ, თუმცა სარწმუნო ინფორმაციას ინახავს, ორი ქართველი მფრინავი ქალის – რუსუდან ჟორდანიას და ნინო ხუბულავას შესახებ.
წყარო: USAID/Georgia
შეიძინეთ იაფი ავიაბილეთი აქ: FLY.GE