30 აპრილიდან, 7 დღის განმავლობაში, უფასოდ იმგზავრებს თითოეული მოქალაქე, რომელიც ქუთაისის აეროპორტის ავიაბილეთს, რკინიგზის სალაროში წარადგენს. მგზავრობა შესაძლებელია თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის მიმართულებით. ინფორმაციას, საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
განახლებული სადგურიდან “ქუთაისის აეროპორტი”, აეროპორტამდე და პირიქით, მგზავრთა გადაადგილებას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველჰყოფს. სადგურში “ქუთაისის აეროპორტი”, ყველა სამგზავრო აეროპორტი გაჩერდება.
მთავარი ფოტო: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება