ოქტომბრის თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, მგზავრთნაკადი, 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით 415%-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის ოქტომბერში აეროპორტით 31, 898 მგზავრმა, ხოლო 2023 წლის ოქტომბერში 164, 176-მა მგზავრმა ისარგებლა.
მგზავრთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, ლოგიკურად ზრდადია აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. თუ გასული წლის ოქტომბერში, ავიარეისების რაოდენობა 111-ს შეადგენდა, მიმდინარე წლის ოქტომბერში ზრდის მაჩვენებელი 325%-ს შეადგენს და ოქტომბრის ფრენების რაოდენობა 472-ია.
ამ ეტაპზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები 18 ქვეყნის, 35 მიმართულებით ხორციელდება. დადასტურებული ინფორმაციით, დეკემბრიდან აეროპორტს, ავიაკომპანია Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და ახალი მიმართულება – კოპენჰაგენი დაემატება.
შეარჩიე ავიაბილეთი, მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, ქართულენოვან ვებსაიტზე www.fly.ge