5 უფასო აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობას გაგიმარტივებთ
+3

5 უფასო აპლიკაცია, რომელიც მოგზაურობას გაგიმარტივებთ

მოგზაურობას, იქნება ეს სოლო თუ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად, ყურადღებით ორგანიზება სჭირდება. დაგეგმვის პროცესში, ყველა დეტალი მნიშვნელოვანია: ბილეთების ოპტიმალურ ფასად შეძენიდან დაწყებული – კარგი რესტორნის შერჩევით დამთავრებული. ზოგ მოგზაურს ხიბლავს სპონტანური გამგზავრება, ზოგიერთი კი ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება გეგმას: ადგენს მოსანახულებელი ადგილების სიას და ისიც კი იცის, სად და რომელ რესტორანში, რომელ საათზე ივახშმებს.

თანამედროვე ცხოვრებაში, ტექნოლოგიური და ციფრული საშუალებები, ადამიანებს ცხოვრებას მნიშვნელოვნად უმარტივებენ. არც მოგზაურები წარმოადგენენენ გამონაკლისს და პროცესით მაქსიმალური სიამოვნების მიღება, ჭკვიანი, ციფრული ინტრუმენტების საშუალებით გაცილებით ადვილია. დღევანდელ ბლოგში, გაგიზიარებთ ხუთ საუკეთესო აპლიკაციას, რომელიც მოგზაურობისას თანხას, დროსა და ნერვებს დაგიზოგავთ.

 

მაშ ასე:

 

  1. “Hoteltonight” – თუ საოცნებო ბილეთი მოულოდნელად გამოჩნდა და ბარგით ხელში ისე გაეშურეთ აეროპორტში, რომ ღამით დასარჩენზე არ გიზრუნიათ, ნუ აღელდებით. ამ აპლიკაციის საშუალებით რამდენიმე წუთში შეძლებთ სასურველი სასტუმროს პოვნას, თანაც კარგ ფასად. სასტუმროს შერჩევისას  მიუთითეთ დასარჩენი დღეებისა და სტუმრების რაოდენობა, თარიღები და თუ შინაურ ცხოველთან ერთად მგზავრობთ, ესეც! აპლიკაცია ძალიან მარტივად გაფილტრავს მონაცემებს  და საუკეთესო ვარიანტს შემოგთავაზებთ.

 

  1. “Visit a City” – ფანტასტიური აპლიკაცია მათთვის, ვისაც გამგზავრებამდე სანახავი ადგილების სია არ შეუდგენია. თუ უკვე იცით, რამდენი დღის გატარებას გეგმავთ ამა თუ იმ ქალაქში, მარშრუტის შედგენა აპლიკაციას  ანდეთ.  შეგიძლიათ მიუთითოთ ინტერესებიც – ღირშესანიშნაობების დათვალიერება გსურთ, ღამის ცხოვრება გაინტერესებთ, შოპინგისკენ მიგიწევთ გული თუ სხვა. აპლიკაცია,  გარდა იმისა, რომ  ჭკვიანურ მარშრუტს შეგიდგენთ და გაჩვენებთ რამდენად შორს ხართ ამა თუ იმ ადგილიდან, გირჩევთ იმასაც, თუ რა დრო უნდა დაჰყოთ თითოეულ ადგილზე, რომ მარშრუტის მიერ შემოთავაზებული ღირსშესანიშნაობებიდან, უნახავი არც ერთი დაგრჩეთ.

 

  1. “Citymaps2Go– აპლიკაციაში ჩატვირთულია თითქმის ყველა დიდი თუ პატარა  ქალაქის რუკა მთელი მსოფლიოდან. რაც მთავარია, რუკის სანახავად ინტერნეტთან წვდომა არ გჭირდებათ და ოფლაინ რეჟიმზეც შეძლებთ, საკუთარი მდებარეობის რუკაზე მონიშვნას, შემდეგ  სასურველი ადგილის მითითებას. აპლიკაცია, როგორც წესი, რამდენიმე გზას შემოგთავაზებთ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად. აპლიკაციას აქვს სპეციალური სექცია კომენტარებისთვისა და შენიშვნებისთვის.

 

*შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები, მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით Fly.Ge-ზე

 

  1. “TripIt” – საშუალებას გაძლევთ დაჯავშნოთ ყველა ადგილი, რაც სხვა აპლიკაციებმა მარშუტის შედგენისას შემოგთავაზათ; იქნება ეს მუზეუმები, რესტორნები თუ სხვა. ამ აპლიკაციის მეშვეობით, თქვენი ლოკაციის მეგობრებისთვის გაზიარებაც შეგიძლიათ. კომფორტულია ისიც, რომ აპლიკაცია ინტერენტის გარეშეც ფუნქციონირებს.

 

 

  1. “Meetup” – აპლიკაცია უფრო მეტად სოლო მოგზაურებს გამოადგებათ. მისი საშუალებით, ადგილობრივების გაცნობა და მათთან შეხვედრა შეგიძლიათ. აპლიკაციაში მიუთითებთ, რა ინტერესებისა და ჰობის მქონე ადამიანების გაცნობა გსურთ და შემდეგ ირჩევთ შემოთავაზებულ ვარიანტებს. ადგილობრივებთან კომუნიკაცია ნამდვილად სწორი გზაა ერთის მხრივ,  ქვეყნის გასაცნობად და მეორეს მხრივ, თავშესაქცევად.

 

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ყველა აპლიკაცია უფასოა და მორგებულია როგორც iOS, ასევე  Android  სისტემებს.