პრაღა, ისტორიული ადგილებით ცნობილი, ულამაზესი არქიტექტურული საოცრებებით მდიდარი, მწვანე ბაღებითა და პარკებით სავსე, მოგზაურებისთვის ყოველთვის მომხიბვლელი ევროპულ ქალაქია.
მდინარე ვლტავას გასწვრივ, ცხრა ბორცვზე აგებული, Ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი, სამოგზაუროდ გთავაზობთ მრავალფეროვან მიმართულებებს.
ადგილები, რომელებიც აუცილებლად უნდა ნახოთ
1. მალა სტრანა, პრაღის გერმანული ოლქი, მდინარისპირა ადგილი, საიდანაც იშლება ხედები ძველი ქალაქისკენ. Მისი ვიწრო ქუჩები სავსეა კვების ობიექტებითა და ტრადიციული პაბებით. აქვე აღმოაჩენთ, ჯონ ლენონის კედელს და შესაძლებლობა გექნებათ სამახსოვროდ წერილიც დატოვოთ. ასევე შეიარეთ ფრანც კაფკას მუზეუმში, დაათვალიერეთ მისი წერილები და სურათები.
2. პრაღაში მოგზაურობისას აუცილებლად მოინახულეთ “მოცეკვავე სახლი”, რომელიც რაშინის სანაპიროზე მდებარეობს და 1996 წელს ფრენკ გერის მიერ შექმნილი არქიტექტურული საოცრებაა.
3. ასტრონომიული საათი, ძველი ქალაქის მოედანზე მდებარეობს, დამონტაჟდა 1410 წელს და გახდა მესამე უძველესი საათი მსოფლიოში, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობს.
4. რომაული კათოლიკური სამლოცველო “Sedlec Ossuary”, რომელიც ადამიანის ძვლებით არის მორთულია, ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია პრაღაში და ყოველწლიურად 200 000–ზე მეტ ვიზიტორს იზიდავს.
5. ბლოსთვის კი “პეტრინის საგუშაგო კოშკი” შემოვიტოვეთ, ის ასევე ცნობილია როგორც პრაღის „პატარა ეიფელის კოშკი“, 1891 წელს აშენდა და მისი სიმაღლე 64 მეტრს შეადგენს, მოგზაურებში დიდი პოპულარული სარგებლობს.
არ დაგავიწყდეთ, რომ ბიუჯეტის ოპტიმიზაციისთვის, ავიაბილეთის შეძენა რეკომენდირებულია ფრენამდე 6–8 კვირით ადრე.
მოძებნეთ და შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები აქ: Fly.ge