სლოვაკეთში COVID-პანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებში ცვლილებები შევიდა.
სლოვაკეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 10 იანვრიდან მოქმედებს შემდეგი რეგულაციები:
– 2022 წლის 23 თებერვლამდე მოქმედებს ეროვნული საგანგებო მდგომარეობა.
– მოიხსნა კომენდანტის საათი;
– რესტორნები და კაფე-ბარები ღიაა სრულად ვაქცინირებული და COVID-19-სგან არაუმეტეს 6 თვის გამოჯანმრთელებული პირებისთვის (OP რეჟიმით);
– შორ მანძილზე ავტობუსებით, საქალაქთაშორისო და ექსპრესს მატარებლებით მგზავრობა დაშვებულია მხოლოდ ვაქცინირებული, ტესტირებული ან კოვიდ გადატანილი პირებისთვის (OTP რეჟიმი);
– გაიხსნა საბავშვო ბაღები, დაწყებითი და საშუალო სკოლები. დაწესდა მკაცრი ანტი ეპიდემიური ზომები. სწავლის დაწყებამდე ტარდება PCR-ტესტები;
– დაშვებულია მაქსიმუმ 6 ადამიანის ან ერთი ოჯახის წევრების შეკრება;
– შორ მანძილზე ავტობუსებით, საქალაქთაშორისო და ექსპრესს მატარებლებით მგზავრობა დაშვებულია მხოლოდ ვაქცინირებული, ტესტირებული ან კოვიდ გადატანილი პირებისთვის (OTP რეჟიმი).
10 იანვრიდან დაშვებულია ყველასთვის (ვაქცინირებული, არა ვაქცინირებული):
– აფთიაქი, სამედიცინო დაწესებულებები;
– აუცილებელი მაღაზიები (სასურსათო, პირველადი საჭიროების ნივთები).
10 იანვრიდან მხოლოდ სრულად ვაქცინირებული და COVID-19-სგან არაუმეტეს 6 თვის წინ გამოჯანმრთელებული (OP რეჟიმი) პირებისთვის გახსნილია შემდეგი მომსახურებები:
– ყველა სახის მაღაზია;
– სილამაზის, კოსმეტიკური, მასაჟის სალონები და სოლარიუმი;
– ბიბლიოთეკები, გალერეები და მუზეუმები;
– თეატრი, კინო და სხვა კულტურული დაწესებულებები. ლიმიტი – მაქსიმუმ 50 კაცი.
– სათხილამურო კურორტები, ღია და დახურული საბაგიროები (დახურულ საბაგიროებში ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ტევადობის 25%-ს, ვენტილაცია და დეზინფექცია უნდა იყოს უზრუნველყოფილი);
– გამაჯანსაღებელი ფიტნეს ცენტრები (მაქს. 6 ადამიანი, ან ერთი ადამიანი 25 კვ. მეტრზე).
– საეკლესიო მსახურება (მაქს. 30 ადამიანი, ან ერთი ადამიანი 25 კვ. მეტრზე);
– სასტუმროები და სასტუმრო სახლები – განთავსება შესაძლებელია მხოლოდ სრულად ვაქცინირებული და COVID-19-სგან არაუმეტეს 6 თვის წინ გამოჯანმრთელებული (OP რეჟიმი) პირებისთვის დამატებით Covid PCR, ანტიგენის ან თვით-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.korona.gov.sk