„ქვეყნებს შორის გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვები მხოლოდ ხელს უწყობს ეკონომიკურ და სოციალურ სტრესს, რომელსაც ქვეყნები აწყდებიან, მაგრამ არ მოაქვს შედეგები“, – აღნიშნული განცხადება, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტმა, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა და საერთაშორისო მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ან შემსუბუქების რეკომენდაცია გასცა.
ჯანმოს მიერ გავრცელებულ დოკუმენტებში, გამოთქმული მოსაზრებების თანახმად, აღნიშნულმა შეზღუდვებმა ხელი ვერ გაუშალა COVID-19-ის ახალი შტამის “ომიკრონის” ფართოდ გავრცელებას; ამავე განცხადების თანახმად, რეკომენდირებულია საზღვრის კვეთის წინაპირობას ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი აღარ წარმოადგენდეს, რადგან ვაქცინაცია ყველა ქვეყანაში ერთნაირად ხელმისაწვდომი არ არის. სანაცვლოდ კი ქვეყნებმა ტესტირების ან იზოლაცია/კარანტინის ზომები დანერგონ.
ჯანმოს განცხადებით, აღნიშნული ზომები საერთაშორისო მოგზაურებს ფინანსურ ტვირთად არ უნდა აწვებოდეს.