საქართველოში SkyUp Airlines-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია “ავიაქსელის“ ინფორმაციით, SkyUp Airlines-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კიევსა და ბათუმს შორის დღეში ორი სიხშირით მოახდენს ოპერირებას.
გთავაზობთ კომპანიის განცხადებას უცვლელად:
“მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ 2022 წლის ზაფხულის სეზონზე ბათუმი-კიევი-ბათუმის რეისები შესრულდება დღეში ორჯერ.
განრიგი
- ბათუმი-კიევი 14:55 16:25 ყოველდღიურად
- ბათუმი-კიევი 19:25 20:55 ყოველდღე 17 ივნისიდან
- კიევი-ბათუმი 10:40 14:05 ყოველდღიურად
- კიევი-ბათუმი 15:00 18:25 ყოველდღე 17 ივნისიდან
მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. SkyUp Airlines ზრდის ფრენების რაოდენობას საქართველოსა და უკრაინას შორის”
___
შეიძინე ავიაბილეთი განვადებით Fly.ge-ზე