ესპანეთის სამეფოში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები გამარტივდა
0

ესპანეთის სამეფოში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები გამარტივდა

ესპანეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი, ესპანეთში ნებისმიერი მიზნით შეუძლია გამგზავრება.

დაშვებული ვაქცინებია: Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (J&J), Sinopharm, Sinovac; საზღვრის კვეთისას ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ე.წ. COVID-19 ბარათი, სავალდებულოა.

ვაქცინაციის მეორე დოზის შემდეგ გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე (Janssen (J&J) შემთხვევაში ერთი დოზა) და ბოლო დოზიდან არაუმეტეს 270 დღე,   ხოლო მეორე დოზიდან (Janssen (J&J)-ის შემთხვევაში პირველი დოზიდან)  270 დღის გასვლის შემთხვევაში სავალდებულოა ბუსტერ დოზით ვაქცინაციის დამადასტურებელი კოვიდ ბარათის წარდგენა. 12 წლამდე (11 წლის ჩათვლით) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა შეუძლიათ ვაქცინაციის მოწმობის და SARSCoV2 დიაგნოსტიკური ტესტების გარეშე.

ესპანეთში გამგზავრებამდე 48 საათით ადრე, მგზავრმა უნდა შეავსოს სამედიცინო კონტროლის ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა, ბმულზე: www.spth.gob.es/create; რეგისტრაციისას მიღებული QR-კოდი კი წარადგინოს საზღვარზე.