როდესაც საქმე, ჩვენი პლანეტის მრავალფეროვან სამოგზაურო მიმართულებებს ეხება, სამოგზაურო დანიშნულების შერჩევისას, მისი ესთეტიკა ნამდვილად არის ხოლმე გადამწყვეტი ფაქტორი. თანამედროვე მოგზაურისთვის კი, მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი აქტივობა, ფოტო და ვიდეო მასალის შეგროვება და მათი ფართო აუდიტორიისთვის გაზიარებაა.
საიტები, რომელებიც Google Maps-ის სერვისებზეა დაყრდნობილი, საშუალებას გვაძლევს, სხვადასხვა ქალაქში განთავსებული სურათების რაოდენობის საერთო ანალიზი გავაკეთოთ და ვივარაუდოთ, თუ რომელი ქვეყანაა ყველაზე ლამაზი და მიმზიდევლი ტურისტებისთვის.
მაშ ასე, გადახედეთ იმ პოპულარული ქალაქების სახელწოდებებს, სადაც ყველაზე მეტ სურათს იღებენ.
1. ნიუ იორკი
ნიუ იორკი აშშ-ში ყველაზე ხალხმრავლი და ატრაქციონებით სავსე ქალაქია, თავისი ცათამბჯენებით და განსხვავებული მონუმენტებით. ქალაქი, რომელსაც ყოველთვის ღვიძავს და გელოდებათ.
2. რომი
მრავალსაუკუნოვანი არქიტექტურა, მხატვრული შედევრები, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სამზარეულო, სტუმართმოყვარეობის შესანიშნავი კულტურა და თვალწარმტაცი ადგილებით სავსე ქალაქი რომი, ტურისტებისთვის ყოველთვის რჩება სასიამოვნო მოგონებად.
3. ბარსელონა
ბარსელონა ცნობილია თავისი არქიტექტურით და ხელოვნებით, მისი კოსმოპოლიტური ატმოსფერო მრავალი მოგზაურის საყვარელ ადგილად იქცა. აღმოაჩინეთ ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი და გადაიღეთ რაც შეიძლება მეტი დასამახსოვრებელი სურათი.
4. პარიზი
დატკბით პარიზის ღირშესანიშნაობების რომანტიკით, ქალაქის რომელიც სიყვარულის და სინათლის სიმბოლოა, იარეთ ქუჩებში, კაფეებში, მუზეუმებში, ულამაზეს ბაღებსა და თვალისმომჭრელ მაღაზიებში. დატკბით ფრანგული ატმოსფეროთი და თქვენი შვებულებით.
5. სტამბოლი
სტამბოლი გამორჩეული კულტურის, წამოუდგენელად ლამაზი არქიტექტურის, გემრიელი სამზარეულოსა და სტუმართმოყვარე ხალხის ქალაქია, რომელიც დღევანდელ ბლოგში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყნების სიაში შევიდა, სადაც მსოფლიო მოგზაურები თავისი მოგონებებს სურათზე აღბეჭდავენ და სოციალური არხების საშუალებით გვიზიარებენ.