რომი
0

იტალია საქართველოს მოქალაქეებისთვის, ტურისტულად გაიხსნა

იტალია საქართველოს მოქალაქეებისთვის, ტურისტულად გაიხსნა.  ქვეყანაში გაუქმდა რისკის ქვეყნების სია და იტალიის ტერიტორიაზე შესვლის მარეგულირებელი წესები, სტანდარტულ პირობებს დაუბრუნდა.

კოვიდპანდემიის პირობებში, საქართველოდან მიმავალმა მგზავრმა იტალიის ტერიტორიაზე შესვლისას (გარდა უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა) უნდა წარადგინოს:

  • მგზავრის ლოკატორის ფორმა (PLF);
  • კოვიდ-პასპორტი, გამოჯანმრთელების მოწმობა ან მოლეკულური ან ანტიგენის ნეგატიური ტესტის სერთიფიკატი.

მგზავრი რომელიც აცრილია ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ ავტორიზებული ვაქცინით (Moderna, Pfizer, Astra Zeneca, Johnson & Johnson) – წარადგენს კოვიდ-პასპორტს;

არავაქცინირებული ან არაავტორიზებული ვაქცინით აცრილები ზემოაღნიშნული სერთიფიკატის წარუდგენლობის შემთხვევაში, დაექვემდებარებიან 5-დღიან თვითიზოლაციას და ვალდებულები არიან ამ პერიოდის ბოლოს ჩაიტარონ მოლეკულური ან ანტიგენის სწრაფი ტესტი.

 

შეიძინეთ ავიაბილეთი აქ: Fly.ge

 

 

იტალია საქართველოს მოქალაქეებისთვის, ტურისტულად გაიხსნა