საქართველოში დაბრუნებული, საქართველოს მოქალაქეებისთვის თვითიზოლაცია გაუქმდა
0

საქართველოში დაბრუნებული, საქართველოს მოქალაქეებისთვის თვითიზოლაცია გაუქმდა

გაუქმებულია თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR-ტესტის გარეშე ბრუნდებიან.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში, საქართველოს მოქალაქეთა შემოსვლის წესში ცვლილებები შედის. მიღებული გადაწყვეტილებით, გაუქმებულია თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR-ტესტის გარეშე ბრუნდებიან.

შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე, რომელიც მოემგზავრება ნებისმიერი მარშრუტით (საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით), საქართველოში შემოდის შემდეგი პირობებით:

ვაქცინირებული მოქალაქე: უნდა წარადგინოს ნებისმიერი ვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson-ის შემთხვევაში ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი;

არავაქცინირებული მოქალაქე: განთავისუფლდა  PCR-ტესტის წარმოდგენისგან.