ხმაური ქუთაისის აეროპორტში – ავიარეისი ქუთაისი-ბარსელონა გადაიდო
0

ხმაური ქუთაისის აეროპორტში – ავიარეისი ქუთაისი-ბარსელონა გადაიდო

ქუთაისის აეროპორტში, ავიაკომპანია Wizzair-ის ავიარეისი, ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით, კვლავ გადაიდო. ფრენის გადადებას ხმაური მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავში ასული მგზავრები დააბრუნეს. მიზეზი კვლავ ტექნიკური გაუმართაობაა.

 

მგზავრები სხვა რეისით გამგზავრებას, დაუყოვნებლივ ითხოვენ. კომპანიას და აეროპორტს კი უყურადღებობაში სდებენ ბრალს. მგზავრების პროტესტმა, შესაძლოა სხვა რეისების ბლოკირებაც გამოიწვიოს, თუ მათი მოთხოვნა, არ დაკმაყოფილდება.

 

შეგახსენებთ, რომ ტექნიკური გაუმართაობის გამო, ქუთაისის აეროპორტიდან, ავიაკომპანია Wizzair-ის ფრენა, გასულ კვირასაც გადაიდო.