qutaisi aeroporti Fly.ge
+1

ქუთაისის აეროპორტში ანაზღაურებადი სტაჟირება დაიწყება, დასაქმების შემთხვევაში ხელფასი 1375 ₾ იქნება

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საავიაციო სფეროში განვითარებისა და დასაქმების მსურველებისათვის ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს. ქუთაისის აეროპორტში სტაჟირება მოიცავს სხვადასხვა სამსახურებში 3-დან 6 თვემდე პერიოდს. რაც მთავარია, კომპანია აპლიკანტებს არ სთხოვს სამუშაო გამოცდილებას. გარდა ინგლისური ენის ცოდნისა, სხვა მოთხოვნები არ არის. დანარჩენ საჭირო უნარებს კი სტაჟირების მსურველები ადგილზე შეისწავლიან. სტაჟიორები ქუთაისის აეროპორტში აეროდრომის ექსპლუატაციის პიზიციაზე დასაქმდებიან. ასევე ვაკანტური იქნება, ბაქანზე მომსახურების, მგზავრთა და ბარგის მომსახურების პოზიციები.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს მუდმივად აძლევს საშუალებას  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სამუშაო გამოცდილება მიიღონ. ხოლო სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში ადგილზე დასაქმდნენ.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სტაჟირების პერიოდში  დარიცხული ანაზღაურება  625 ლარი იქნება. სტაჟირების შემდეგ, ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატები 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნებიან. ამ პერიოდში მოხდება სტაჟირების პერიოდში ნასწავლი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის რეალიზება. თითოეული მათგანის დარიცხული ანაზღაურება იქნება 1000 ლარი. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატები დაინიშნებიან უვადოდ და თითოეულის დარიცხული ხელფასი იქნება 1375 ლარი.

ქუთაისის აეროპორტი Fly.ge

2022 წლის ივლისში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში,  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 30 ადამიანი დასაქმდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანიაა, სხვადასხვა დროს გამოცხადებულ ვაკანსიისიებზე შემოსულ რეზიუმეებს შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, 1 წლის განმავლობაში ინახავს. რეზუმეების მიღება ხდება აქ   ელ–ფოსტა: hr@airports.ge.

მოგზაურობისათვის საჭირო ინფორმაციას გაეცანით ჩვენს ბლოგში.