თუ მოგზაურობას გეგმავ, ეძებ ახალ თავგადასავლებს, ადგილებს და ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ, ამ ადგილების შესახებ მეტი ინფორმაცია მოგაწოდონ, მაშინ ჩვენი დღევანდელი ბლოგი, ძალიან დაგეხმარებათ.
დანიელი ბრიტანელი მოგზაურია, რომელიც „Skyscanner“ და „LonelyPlanet“-თან ერთად მოგზაურობს. გარდა იმისა, რომ გამომწერებს უამრავ სასარგებლო რჩევას უზიარებს, შთამბეჭდავი ფოტოგრაფიცაა, რომლის ფოტოებიც გამოქვეყნდა ისეთ პრესტიჟულ გამოცემებში, როგორიცაა „Beatiful Destination“, „Travel & Leisure“, „National Geographic“, „Travel Channel“ და „Madator Network“.
მელისა კანადელია ბლოგერი, რომელსაც ასე ახასიათებენ – გულთბილი და ძალიან შრომისმოყვარე. მელისას თავგადასვლებისთვის თვალის მიდევნება, სნაპჩატზე ან იუთუბზე შეგიძლიათ. მოგზაურობს ძირითადად ავტოსტოპით. ბლოგერის შესახებ წაიკითხავთ „Hupp Huffington Post“, „Matador Network-სა და „Thought Catalog“-ზე.
გოგონა ზურგჩანთით უამრავი ადამიანისთვის მოგზაურობის დაწყების ინსპირაცია გახდა.
ლილი ბელგიელი მოგზაურია. ის 2016 წელს #25 საუკეთესო მოგზაური ბლოგერთა ნუსხაში მოხვდა. ლილი ფილტრებს არ იყენებს და ყოველთვის გულწრფელად გვიზიარებს ისტორიებს. მისი დაფოლოვება Travello App-შიც შეგიძლიათ.
გლორია ბლოგერთა შორის, ყველაზე გულწრფელი არიზონელია, რომელიც არასდროს უშინდება საკუთარი აზრის ღიად გამოთქმას და გამომწერებს ხარისხიან კონტენტს სთავაზობს.
გლორია ძალიან კარგი ფოტოგრაფიცაა, რომელიც „Huffington Post“-ის, „Thought Catalog“-სა და „Matador Network“-ის ფოტოგრაფებთან ერთად მუშაობს.
ალისია რამოსი კუბელი ამერიკელია. უნდა აღინიშნოს, რომ GoPRo სელფის გადაღებაში მას ბადალი არ ჰყავს! ასევე, შესანიშნავად გამოსდის, მოგზაურობისას ფოტოების გადაღება ისე, რომ ხალხი არ ჩანდეს.
ალისია წერს „Huffington post“-ის, „Matador Network“-სა და სხვა გამოცემებისთვის. მოგზაურობისთვის აუცილებელი რჩევებისთვის შეგიძლიათ მის სნაპჩათსაც ესტუმროთ.
6. Drew Binksy
დრიუ კიდევ ერთი არიზონელი ბლოგერია, რომელმაც კოლეჯის დასრულების შემდგომ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დაიწყო და ამით შთამბეჭდავი კარიერა შეიქმნა, რომელსაც სნაპჩათის გენიოსსაც უწოდებენ. საკუთარი სამოგზაურო შოუც სნაპჩატის პლატფორმაზევე აქვს. აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ბრენდებთან და სპონსორებთან. წერს „Elits Daily“-ის და „Hiffington Post“-სთვის.
კირსტენი კალიფორნიელია, რომელმაც ფინანსურ სფეროში კარიერას თავი დაანება და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა დაიწყო. ის უკვე 5 წელია მოგზაურობს და საოცარი ენერგიით გამოირჩევა. კირსტენი თანამშრომლობს წამყვან მსოფლიო ბრენდებთან . წერს ძალიან საინტერესოდ და კარგი ფოტოგრაფიცაა.
8. Travel Break
სტეფ ბი კალიფორნიერლი ბლოგერია, რომლის ხილვაც CNN-ზეც კი შეგეძლოთ. ის სხვადასხვა მედია საშუალებებისთვის წერს, მათ შორის „Huffington Post“, „Elite Daily“, „Forbes“, „Matador Network“.
სტეფი საინტერესოდ წერს და რაც თანამედროვე ეპოქაში ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად მართავს სოციალურ არხებს. სწორი მარკეტინგული სტრატეგიის წყალობით, სოციალური ქსელების მეშვეობით, სწორად გეგმავს თავის კამპანიას და გარშემო უამრავ დაინეტერსებულ ადამიანს იკრებს.
კრისი ბრიტანელი ბლოგერია, თუმცა ახლა ავსტრალიაში ცხოვრობს. ნიჭიერი ფოტოგრაფი და არანაკლებ ნიჭიერი ოპერატორია. მისი ბოლო ვიდეო, რომელიც მალდივებზე მოგზაურობას ეხება, აუცილებლად დაგაინტერესებთ. თუ სერფინგით არ არის დაკავებული, მოგზაურობის ყველა დეტალს ვიდეოზე აღბეჭდავს.
10. Nomadic Boys
სტეფანი და სებასტიანი ევროპელი ბლოგერების წყვილია, რომლებიც ახლა არგენტინაში ცხოვრობენ. ეს ბიჭები სამოგზაურო ინდუსტრიას შტორმივით მოევლინენ. მათი მისიაა, სხვა არატრადიციული ორიენტაციის წყვილების წახალისება და კომფორტის ზონიდან გამოყვანა. მათ საუკეთესო ადგილების მონახულებით საუკეთესო გამოცდილების დაგროვება სურთ.
შენ უკვე იცი, რომელი ბლოგერები დაგეხმარებიან, მოგზაურობის უკეთ დაგეგმვაში. ხოლო მაშინ, როცა საოცნებო მოგზაურობისკენ ავიაბილეთის მოძებნას გადაწყვეტ, აუცილებლად ეწვიე ჩვენს საიტს – fly.ge. ვინ იცის, იქნებ ავიაბილეთი სასურველი მიმართულებით, განსაკუთრებულ ფასად იპოვნო.