ოცნების შობა და ახალი წელი – “არის რაღაცები, რასაც ვერ იმასიზავ”
ბავშობიდან დღემდე ბევრი რამ იცვლება, თუმცა “არის რაღაცები, რასაც ვერ იმასიზავ”. რაღაც ყოველთვის უცვლელი რჩება და ყოველი დეკემბრის დასასრული იმ ეიფორიაში გადაგვისვრის და მოუთმენელ, გულწრფელ, ყველაფერზე შეყვარებულ ბავშვად გადაგვაქცევს, რომელსაც თვალები უბრწყინავს ახალ წელთან დაკავშირებულ ნებისმიერ დეტალზე – საახალწლო სუფრის სამზადისი იქნება თუ საყვარელი საშობაო ფილმები. ყველგან მუხტს ვეძებთ, რომელიც ახალ თავგადასავლებში გადაგვისვრის ან ბავშვობის ყველაზე ტკბილ შეგრძნებებს გაგვიღვიძებს. ეს მუხტი შესაძლოა ზოგისთვის ახალ წელთან შესახვედრად, ახალი მოგზაურობა და დადებითი ემოციების შეგროვება იყოს. სწორედ იმ გზის გავლა, რომელსაც ბავშვობისდროინდელ საშობაო ფილმებში ხედავდა. ძირითადად სად ვითარდებოდა მოქმედება, ყველაზე ტკბილ საახალწლო ფილმებში, სარეკლამო რგოლებსა თუ მუსიკალურ კლიპებში? სწორედ ამ ფერად, მაგიურ და ბავშვისთვის ძალიან შორეულ(მხოლოდ ძლიერ მამებს რომ შეეძლოთ, იქ სხვების “გაფრენა”) ადგილზე ვისაუბროთ დღევანდელ ბლოგში, რომელიც დღეს არც თუ ისე შორეული და ხელმიუწვდომელია – საახალწლოდ ორმხრივი ავიაბილეთი სულ რაღაც 1800 ლარი ღირს.
ყველას ახალი წელი ნიუ-იორკში
ახალი წლის თაიმს სკვერზე შეხვედრა წლის მთავარი მოვლენაა. გაუსაძლის ყინვაში მილიონობით ადამიანი უშუალოდ ადევნებს თვალს ბროლის ბურთის დაშვებას, ფეიერვერკის ფონზე აღნიშნავს ახალ წელს. ტრადიციას საფუძველი საუკუნეზე მეტი ხნის წინ – 1907 წლის 31 დეკემბერს ჩაეყარა. 2500-ზე მეტი ბროლის სამკუთხედის, 32 000 ნათურისა და ათასობით ფერების კომბინაციისგან შემდგარი სფერო, დაახლოებით 23 მეტრის სიმაღლიდან, ერთი წუთის განმავლობაში ეშვება და საბოლოო წერტილს ზუსტად ღამის 12 საათზე აღწევს. ბროლის ბურთის აღმართვა ყოველ წელს რომელიმე საინტერესო და მნიშვნელოვან თემას ეძღვნება და ქალაქში დიდი დღესასწაული. ღონისძიება დამსწრეთათვის უფასოა, ხოლო ახლომდებარე რესტორნებში, ახალი წლის ღამის გატარება, სპეციალური ბილეთით შეგიძლიათ, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 220 დოლარია.
ნიუ-იორკის ნაძვის ხე როკფელერის ცენტრში
როკფელერის ცენტში, ნაძვის ხე საშობაო დღესასწაულების მთავარი ადგილია. ცნობისთვის, 2022 წლის აღსანიშნავად, როკფელერის ნაძვის ხე, უკვე აინთო. ცნობილი ნაძვის ხის სანახავად, ყოველ სადღესასაწაულო სეზონზე, დღეში საშუალოდ 750 000 ადამიანი მიდის, თუმცა პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე ტერიტორიაზე ერთბშად 4 ადამიანს უშვებენ და მათ იქ მხოლოდ 5 წუთის გატარება შეუძლიათ. ხის განათების გარდა, რაც მნახველს ჩვეულებისამებრ აღაფრთოვანებს, ქალაქში განწყობას საზეიმოდ მორთული მაღაზიები, ვიტრინები და სინათლის შოუებიც ქმნის. ქალაქში დეკორაციები და განათებები შეუდარებელად შთამბეჭდავია.
სავაჭრო ცენტრი “Macy’s” – სადღესასწაულო დეკორაციები
როგორც ზემოთ უკვე ვახსენეთ, მაღაზიების ვიტრინები ერთგვარ საშობაო მარათონში არიან ჩართული, განსაკუთრებული აქტიურობა კი მეხუთე ავენიუზეა, სადაც მთავარი, ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრები და ცნობილი ბრენდების მაღაზიებია განთავსებული. ვიტრინები ათასობით ნათურით არის განათებული, აქვე წარმოდგენილი არიან სხვადასხვა ანიმაციის გმირები, რომლებიც ვიზიტორების დიდ ყურადღებას იქცევენ. მათ, ვისაც ყველაზე ბრჭყვიალა დეკორაციებისა და ფერადი საჩუქრების შეძენა უყვართ, ქალაქის ყველაზე ცნობილი სავაჭრო ქსელი Macy’s-ს ვიზიტორთა სიაში აუცილებლად აღმოჩნდებიან. შუშის დახლების ულამაზესი დეკორაციები, ნებისმიერ ფეხით მოსიარულეს ცოტა ხნით მაინც შეაჩერებს და სასიამოვნოდ გააღიმებს. მეისისი ფოიერვერკითა და თეატრალიზირებული წარმოდგენით ეგებება შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, მაღაზიის ვიტრინებში კი უამრავი საინტერესო და სახალისო შოუს ნახვა არის შესაძლებელი, მათ შორის არის ანიმაციური წარმოდგენები.
ყინულის მოედანი და საშობაო მარკეტი როკფელერის პარკში
ზამთრის ყინულის მოედანზე სრიალი, ნიუ-იორკში თქვენ მიერ დაგეგმილ გასართობ პროგრამაში აუცილებლად უნდა შედიოდეს. რა თქმა უნდა, ციგურებით სრიალი ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც საყვარელი ზამთრის ჰობია და შობა ახალი წელი მის გარეშე წარმოუდგენელია. ყველაზე ცნობილი ყინულის მოედანი ბრაიანტ პარკში, როკფელერის ცენტრში, ნაძვის ხის მიმდებარედ მდებარეობს. საციგურაო მოედანი იხსნება ყოველდღე დილის 9 საათიდან შუადღემდე. თუ ეს მოედანი თქვენი მოგზაურობის სიაშია, გაითვალისწინეთ დიდი რიგები და შეიძინეთ ბილეთები წინასწარ: საციგურაო მოედანი ნიუ იორკში; ზრდასრულებისთვის ჩვეულებრივ დღეებში ბილეთის ფასი 25$-ია, ხოლო არდადეგებსა და პიკურ სეზონებზე 35$; 6 წლამდე ბავშვებს თან უნდა ახლდეს ზრდასრული ადამიანი.
შეუძლებელია არ ვახსენოთ, ერთ-ერთი გამორჩეული საშობაო მარკეტი – ბრაიანტ პარკის ზამთრის სოფელი, რომელიც ზუსტად როკფელერის საციგურაო მოედანთან მდებარეობს. მათთვის, ვისაც სამახსოვრო, მოგონებებთან დაკავშირებული ნივთები, სუვენირები და საჩუქრები იზიდავთ ნიუ იორკის საშობაო ბაზრობა სწორედ ის ადგილია, რომელსაც უნდა ესტუმრონ. მარკეტი დამთვალიერებლებს სასიამოვნო ატმორფეროში სთავაზობს: სამკაულებს, დეკორატიულ ნივთებს, ზამთრის ტანსაცმელს, ქუდებს, ადგილობრივ კერძებსა და ცხელ სასმელს.
და ბოლოს, ნიუ-იორკში მოგზაურობით გამოწვეული, სწორედ ეს დადებითი ემოციები და მუხტი იქნება ის საზრდო, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგყვებათ?
როგორ გავემგზავროთ ნიუ იორკში?
იმედია, დღემდე გვჯერა, რომ ჩვენს მამებს, სუპერმენის და კაპიტანი ამერიკის ძალა აქვთ მკლავებში და ერთი დარტყმით შეუძლიათ ნებისმიერი “გააფრინონ” ამერიკაში, მაგრამ ძალადობრივი მეთოდებით, საოცნებო ქვეყანაშიც არ ღირს გამგზავრება, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ორმხრივი ავიაბლეთი ნიუ იორკისკენ Fly.Ge– ზე ძალიან იაფია, იმდენად რომ ტრადიციულ რეკომენდაციას, რომლის თანახმადაც იაფი ავიაბილეთის შეძენისთვის, მისი ყიდვა 6-8 კვირის შუალედში ყველაზე მოსახერხებელია, დღეს არ გამოვიყენებთ, მითუმეტეს რომ შობა-ახალ წლამდე სულ რაღაც 3 კვირა დარჩა. თუმცა, თუ თადარიგი წინასწარ დაიჭირეთ და აშშ-ს რომელიმე სახის(ტურისტული, საცხოვრებელი, სასწავლო) ვიზას უკვე ფლობთ, ისღა დაგრჩენიათ ავიაბილეთების ფასი, სასურველი მიმართულებებით აქ გადაამოწმოთ:
- იაფი ავიაბილეთები თბილისი-ნიუ იორკი
- იაფი ავაიბილეთები ნიუ იორკი-თბილისი
- იაფი ავიაბილეთები თბილისი-ნიუ იორკი-თბილისი (საუკეთესო ფასი)