დაგეგმეთ 5 დღიანი საოცარი მარშუტი დუბაის მიმართულებით
შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქალაქში პირველი ვიზიტისას, ხუთდღიანი ზამთრის შვებულება სრულიად საკმარისია ეზიაროთ დუბაის მდიდრულ სტილს, გამორჩეულ თანამედროვე არქიტექტურას და საღამობით მხიარული თავგადასავლებისთვის განკუთვნილ უამრავ, სხვდასხვა ტიპის დაწესებულებებს ეწვიოთ. ამბობენ, რომ დუბაის ყველასთვის აქვს რაღაც, განსაკუთრებულად ამაღელვებელი – საუკეთესო რესტორნები, კაიაკი, თხილამურები, კლუბები, ოკეანის სანაპირო და ყველაზე ეგზოტიკური – უდაბნოს ბრწყინვალება. აქვე, არ დაგვავიწყდეს, რომ დუბაიში მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა “ბურჯ ხალიფა” დგას, თუმცა სავიზიტო მისამართების ჩამოთვლას, სჯობს მოკლე სამოგზაურო კვირა, ერთობლივად დავგეგმოთ და ვნახოთ, რისი ნახვა შეიძლება დუბაიში პირველიდან მეოთხე დღის ჩათვლით.
დღე 1: ბურჯ ხალიფა (The Burj Khalifa)
დილა: თქვენი შვებულებით მაქსიმალურად რომ ისამოვნოთ, დუბაის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლა საღამოს უნდა დაამთხვიოთ.
გახსოვდეთ, დუბაის ნებისმიერ სასტუმროში გაჩერება, არა მხოლოდ კომფორტული, არამედ მდიდრულიცაა და თითქმის ყველა სასტუმრო, მინიჭებული ვარსკვლავების რაოდენობას, ხარისხით აღემატება. საშუალო ბიუჯეტით გათვლილი შვებულების გატარებას შემდეგ სასტუმროებში გირჩევთ: ORCHID HOTEL 3*, GOLDEN TULIP AL BARSHA 4*, RAMADA BY WYNDHEM BARSHA HEIGHT 4*, DOUBLE TREE BY RESIDENCE 5*, MILLENIUM PLACE MARINA 4*, STELLA DI MARE DUBAI 4*, MILLENIUM CENTRAL BUSSINESS BAY, DUKES THE PALM, A ROYAL HIDEAWAY HOTEL. 5*, ARMANI HOTEL DUBAI 5*.
სანამ დუბაიში თქვნი შვებულების პირველი დღის გატარებას დაიწყებთ, აუცილებლად მიირთვით საუზმე სასტუმროში.
Შუადღე: დაიწყეთ ქალაქის ყველაზე თვალსაჩინო ღირშესანიშნაობებით. დუბაის ბრწყინვალება, მისი განსაცვიფრებელი და ერთი შეხედვით წარმოუდგენელი არქიტექტურაა. პირველი, რაც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, არის ორი საკულტო ნაგებობა, რომლებიც უდაბნოში შუქურებივით დგას: ბურჯ ხალიფა და ბურჯ ალ არაბი (The Burj Khalifa, The Burj al Arab).
ბურჯ ხალიფაში შეგიძლიათ ესტუმროთ სავაჭრო ცენტრებს, რესტორნებს, სპა ცენტრებს, ბარებსა და სასტუმროებს.
Საღამო: დუბაის ცენტრიდან, ბურჯ ხალიფიდან, 20 წუთის სავალზე, სანაპიროს გასწვრივ გაემგზავრეთ ნავის ფორმის ნაგებობისკენ, ბურჯ ალ არაბისკენ, რომელიც განსხვავებული სტრუქტურის, 7 ვარსკვლავიანი სასტუმროა. სადილი აუცილებლად ცათამბჯენის რესტორანში მიირთვით, საიდანაც ზღვის საუცხოო და შესანიშნავი ხედები იშლება, დააგემოვნეთ უმაღლესი ხარისხის არაბული და საერთაშორისო კერძები. დაჯავშნეთ ვახშამიც და ეწვიეთ სპა ცენტრს.
დუბაის ვერ დატოვებთ ისე, თუ არ მოინახულებთ ქალაქის ამ ორ თილისმას, პირველი დღე კი ნამდვილად შესანიშნავი იქნება თქვენი მარშუტიდან.
დღე 2: დუბაი მოლის დღე
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი დუბაიშია, რომელშიც დაახლოებით 1200 მაღაზიაა.
სავაჭრო ცენტრში ასევე შეძლებთ ესტუმროთ შესანიშნავ რესტორნებს, მასიურ აკვარიუმებს, ყინულის მოედანსა და დახურულ სათხილამურო კურორტსაც კი, სახელწოდებით “Ski Dubai”.
დილა: საუზმე მიირთვით დუბაი მოლის სასურველ რესტორანში, რომელშიც შემოგთავაზებენ სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს. მოინახულეთ შადრევანი, რომელიც პოპულარული ადგილია ტურისტებისთვის და უყურეთ მუსიკალურ წარმოდგენას თავისი განათებებით.
შუადღე: სავაჭრო ცენტრში ეწვიეთ დუბაის აკვარიუმს, რომელიც შენობის გარედანაც ჩანს, მაგრამ ბილეთის ყიდვის შემთხვევაში, შეძლებთ ყველაფრის მონახულებას, რასაც ნამდვილად არ ინანებთ.
თუ თხილამურებით სრიალის მოყვარული ხართ, სავაჭრო ცენტრში მოწყობილია დახურული სათხილამურო კურორტი. შეიძინეთ ზამთრის ტანსაცმელი და საშვი, რომ მიიღოთ სრული წვდომა პარკში არსებულ ადგილებზე, სადაც პინგვინების მონახულებასაც შეძლებთ.
პინგვინები და ახლო აღმოსავლეთი? სწორია! ნამდვილად, მზიან ღამეს გავს.
Საღამო: ვახშამი და სასმელი მიირთვით დუბაი მოლთან მიმაგრებულ სოუკში, რომელიც არაბული სტილის სოუკის (ბაზრის) მშვენიერი ვერსიაა, თავისი რესტორნებით, მაღაზიებითა და ბარებით.
დღე 3: დუბაის საუკეთესო ღირსშესანიშნაობები: პალმა და მარინა
კუნძული, რომელიც ზემოდან პალმის ხეს ჰგავს, საცხოვრებლად და მდიდრული დასვენების მოყვარულთათვის შესანიშნავი ადგილია ბარებით, კლუბებით, სანაპიროებითა და საოცარი სასტუმროებით.
დილა: ალკოჰოლური ბრანჩი დაჯავშნეთ კუნძულ პალმაზე, სასტუმრო ატლანტისში, რომელიც გთავაზობთ მრავალფეროვან სამზარეულოს და შეუზღუდავ ალკოჰოლურ და უალკოჰოლო სასმელებს, რაც შესანიშნავი საშუალებაა სასტუმროს ზღვის ხედებით დატკბობისა და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. ასე რომ, ჩაიცვით თქვენი საუკეთესო სამოსი და წადით ატლანტისში.
შუადღე: თუ ბრანჩით არ ხართ დაინტერესებული, ბილეთი დაჯავშნეთ მსოფლიოს ერთ-ერთ პოპულარულ აკვაპარკში – ატლანტისში.
შეგიძლიათ დატკბეთ ოკეანის ულამაზესი პლიაჟით და აიღოთ კაიაკის ტური.
ხოლო თუ გიყვართ სიმაღლე, დუბაის ვერტმფენის ტურსაც გირჩევთ, გადმოხედეთ ცათამბრჯენებს და პალმის კუნძულს დაუვიწყარი მოგონებებისთვის.
Საღამო: დატვირთული დღე გქონდათ? დაბრუნდით სასტუმროში, ისიამოვნეთ სპა ობიექტებით და მოემზადეთ შემდეგი ორი დღისთვის.
დღე 4: საფარის ტური უდაბნოში
მბზინვარე შენობებმა, ყინულის მოედანებმა, მდიდრულმა სასტუმროებმა, რესტორნებმა, ბარებმა, სავაჭრო ცენტრებმა და სათხილამურო ტრასებმა უყურადღებოდ არ უნდა დაგატოვებინოთ უდაბნოს ქვიშიანი დიუნები და მზის ჩასვლა.
დუბაის არავინ ტოვებს ისე, რომ უდაბნოში საფარის ტური არ მოიწყოს, რომელიც ტურისტებს ახსენებს, თუ სად იმყოფებიან.
დილა: საფარის ტურის დაჯავშნას გამგზავრებამდე გირჩევთ. ტური სტანდარტულად მანქანებითა და აქლემებით გასეირნებას, ჰენა ტატუს გაკეთებას, მუცლის ცეკვის შოუსა და სადილს მოიცავს.
ტურის დასრულების შემდეგ კი, მანქანის მძღოლი, თქვენ და თქვენს ჯგუფს სასტუმროში წაგიყვანთ.
შუადღე: უდაბნოში ჩასვლას დაახლოებით ერთ საათამდე დასჭირდება. არ ინერვიულოთ, ავტომობილში გამოცდილ მძღოლთან ერთად იქნებით, დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ მიხვალთ და სამახსოვრო სურათსაც გადაიღებთ.
საღამო: როდესაც მზე ჩავა, უდაბნოში არსებულ ბანაკში დაბრუნდებით, სადაც შეძლებთ აქლემით ჯირითს, ჰენა ტატუს გაკეთებასა და ვახშმობას არაბული წარმოდგენის ფონზე, სადაც შესრულდება მუცლის ცეკვა და აკრობატული ნომრები.
ასე შეგიძლიათ გაატაროთ ოთხი დაუვიწყარი დღე, აღმოსავლეთის ერთ-ერთ გასაოცარ ქალაქში, თუმცა ეს ყველაფერი არ არის – თუ თქვენი გეგმები და სურვილები, ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობებით არ შემოიფარგლება, დამატებით იდეებსაც გაგიზიარებთ:
დუბაის სანაპირო და ღამის ცხოვრება
არ დაგავიწყდეთ, რომ დუბაი სანაპირო ქალაქია და პლაჟი ხელუხლებელია, ამიტომ გადაიხადეთ მცირე გადასახადი იმ სასტუმროში, რომელშიც გაჩერებული ხართ და მიიღეთ სანაპიროზე გასვლის შესაძლებლობა ან მოინახულეთ “Jumeirah Beach Residence (JBR)”-ის პლაჟი.
ერთ-ერთი საუკეთესო ბარი, რომელიც ნახევრად სანაპიროზეა, სასტუმრო “Le Meridien Mina Seyahi hotel”-ში არის, სადაც ხშირად იმართება კონცერტები, წვეულებები და სპორტული მატჩებიც.
კიდევ ერთი შესანიშნავი ადგილი სასტუმრო “Dubai Marriott Harbour”-ის 52-ე სართულზე განთავსებული ბარია, რომელიც ზღვის და ქალაქის შესანიშნავი ხედებით გაგანებივრებთ.
ბოლოს კი, თუ ცეკვის მოყვარული ხართ, უმრავი ადგილია დუბაში, სადაც შეძლებთ გართობას, შესანიშნავი მუსიკის მოსმენასა და დასვენებას.
გირჩევთ, ეწვიოთ დუბაის ცენტრში კლუბ “Movida”-ს და შეიგრძენით “VIP” გარემო.
დუბაიში ღამის ცხოვრება იმდენად მრავალფეროვანია, რომ გასართობი ადგილების რაოდენობა თავბრუს დაგახვევთ.
თუ ჩვენმა ბლოგმა, მოგზაურობის სურვილი გაგიჩინათ ან გაგიმძაფრათ, აქვე გაგიზიარებთ ინფორმაციას, რომელმაც შესაძლოა თქვენი ცივი ზამთარი, გაცილებით მალე აავსოს დუბაის მზის სხივების ტემპერატურით.
დუბაი/Dubai – მზე,ზღვა და თავგადასავლები
მოგზაურობის პერიოდი 16.02- 20.02(4 დღე/3 ღამე)
ოთხდღიანი ტურის ფასი ლარიდან 1770 ლარიდან!
სად?
- ORCHID HOTEL 3*(BB) -1770 ₾
- GOLDEN TULIP AL BARSHA 4*(BB)-1870 ლ
- RAMADA BY WYNDHEM BARSHA HEIGHT 4*(BB)- 2260 ₾
- DOUBLE TREE BY RESIDENCE 5*- 2311 ₾
- MILLENIUM PLACE MARINA 4*(BB)-26 41 ლ
- STELLA DI MARE DUBAI 4*(BB)- 2510 ლ
- MILLENIUM CENTRAL BUSSINESS BAY(BB)- 2810 ₾
- DUKES THE PALM, A ROYAL HIDEAWAY HOTEL. 5*(BB)3840 ₾
- ARMANI HOTEL DUBAI 5* (BB) -5420 ლ
ფასი მოცემულია 1 ადამიანზე ორადგილიან ნომერში და შედის:
- ორმხრივი ავიაბილეთები(თბილისი-დუბაი-თბილისი)
- სასტუმრო
- საუზმე
- ორმხრივი ტრანსფერი
- ჩასაბარებელი ბარგი 20 კგ;ხელბარგი 8 კგ
- სამოგზაურო დაზღვევა
ფასში არ შედის:
სავიზო მომსახურება 89$(ექვივალენთი ეროვნულ ვალუტაში)