ორგანიზაცია EUROCONTROL-ის 2021 წლის მონაცემებით, ევროპის ყველაზე დიდი ავიაკომპანია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი გახდა. Ryanair-ი 2021 წლის განმავლობაში დღეში საშუალოდ 1,321 რეისს ახორციელებდა, რაც 43%-ით ნაკლებია კრიზისამდელ, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით.
რეიტინგში მეორე ადგილი Turkish Airlines-მა დაიკავა, დღეში 938 რეისით და ფრენების რაოდენობის 30%-ით შემცირებით, ხოლო მეორე ადგილი – Air France-მა, დღეში 648 რეისით, რაც 46%-ით ნაკლებია 2019 წლის მონაცემებთან შედარებით.