“Georgian Airways” საქართველოსა და ირანს შორის ოპერირებას გეგმავს
0

“Georgian Airways” საქართველოსა და ირანს შორის ოპერირებას გეგმავს

ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, ქართული ავიაკომპანია “Georgian Airways” საქართველოსა და ირანს შორის, ავიარეისების განხორციელებას გეგმავს.

აღნიშნული ინფორმაცია, სამოქალაქო ავიაციის დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძემ, სატელევიზიო გადაცემა “საქმიან დილაში” გააჟღერა.

 

საქართველოსა და ირანს შორის, ირანულმა ავიაკომპანიებმა “Qeshm Airlines”-მა და “Zagros Airlines”-მა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა უკვე  განაახლეს.