1-ლი ივნისიდან გერმანიაში შესვლის გამარტივებული წესები ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, გერმანიაში შესვლის მსურველებისათვის აღარ არის სავალდებულო აცრის, გამოჯანმრთელების ან ჩატარებული ტესტის საბუთის წარდგენა. ასევე გაუქმდა ინფექციისგან დაცვისათვის შექმნილი მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სია, რადგან ომიკრონი უფრო იშვიათად იწვევს დაავადების რთულ ფორმებს.
ვაქცინაციის საბუთი მხოლოდ იმ პირთათვის არის საჭირო, ვინც გერმანიაში ჩადის ქვეყნებიდან, სადაც მოხდა ვირუსის მუტაცია. ამ შემთხვევაში შესვლა შესაძლებელი ხდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილი ყველა ვაქცინით (ვაქცინების ჩამონათვალი: https://bit.ly/3t5iUdf). საქართველო არ შედის ამ ქვეყნების სიაში. დეტალური ინფორმაცია: https://bit.ly/3Gw2H6t
0