გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Eurowings”–ი  2022 წლის ზაფხულში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალ მიმართულებას შტუტგარტს დაამატებს
0

გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Eurowings”–ი 2022 წლის ზაფხულში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალ მიმართულებას შტუტგარტს დაამატებს

დუსელდორფის მიმართულებამ აჩვენა, რომ რეისები საკმაოდ დატვირთულია, გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Eurowings”-ი  2022 წლის ზაფხულში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალ მიმართულებას შტუტგარტს დაამატებს – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ.

“Eurowings”-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2021 წლის 4 ივლისიდან შემოვიდა და დუსელდორფსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით ოპერირებს.

2022 წლის 19 ივლისიდან შტუტგარტი-თბილისი-შტუტგარტის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით, “AIRBUS A320” ტიპის საჰაერო ხომალდით იფრენს.
“Eurowings”-ის სატარიფო პოლიტიკა “BASIC”, “SMART” და “BIZclass” სახის ავიაბილეთებზეა გათვლილი.