ქუთაისის აეროპორტში, გეგმიური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
0

ქუთაისის აეროპორტში, გეგმიური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში(იგივე დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპროტი), გეგმიური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ფრენების უსაფრთხოებისა და ვარგისიანობის შენარჩუნების მიზნით, სარემონტო სამუშაოები ასაფრენ-დასაფრენ ზოლსა და ბაქანზე მიმდინარეობს.

 

მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიც წლიური გეგმის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც კომპანია “ბლექ სი გრუპი” ახორციელებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას, საზოგადოებას “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” უზიარებს.