ჩემი დღევანდელი ბლოგი შვილებთან ერთად თბილ ქვეყნებში მოგზაურობაზეა.
ძალიან მინდოდა ჩემი ბიჭის 13 წლის იუბილე განსხვავებული ყოფილიყო. იანვარში სამოგზაუროდ დიდი არჩევანი არ არის. ეგვიპტე ან დუბაი, ამ ორიდან არჩევანი დუბაიზე შევაჩერე.
წინასწარ დავგეგმე ყოველი დღე, დეტალურად გავწერე ყოველი საფეხური.
სასტუმროები მოსანახულებელ ადგილებთან ახლოს შევარჩიე. სანახავი ბევრია, დრო კი არ მინდოდა ტრანსპორტით მგზავრობაში დაგვეკარგა.
გიზიარებთ ჩვენი არდადეგების სამოქმედო გეგმას.
გასართობი პარკები:
Motiongate
Bollywood park
Legoland park
Dubai Miracle Garden Global Village
IMG Worlds of Adventure
Aquaventure Waterpark
Dubai Garden Glow
Dubai Aquarium & Underwater Zoo
სანახავი ადგილები:
Dubai Frame
Museum of The Future
La Perle
Aya-universe
Louvre Abu Dhabi
Chillout Ice Lounge
1 დღე
აბუ ბადიში ჩავფრინდით. ცოტა დაღლილებმა გავისეირნეთ. ღამე კი აეროპორტთან ახლოს მდებარე სასტუმროში დავრჩით. დილით ადრიანად დუბაიში გავემგზავრეთ ტაქსით. ( გზა 185 AED)
2 დღე
დილით სასტუმრო Legoland Hotel Dubai – ლეგოლენდ ჰოთელ დუბაი დავბინავდით. შევყარეთ ოთახში ბარგი და გავეშურეთ Motiongate პარკისკენ.
* Great dealer ვებ–გვერდზე შევიძინე კომბო ბილეთი 2 პარკი Motiongate და Bollywood 299AED .ალბათ იცით, რომ დუბაიში კვება საკმაოდ ძვირია. Great dealer– ზე ნაყიდ ბილეთში ბურგერ მენიუც შედიოდა, რამაც 150-200 AED მაზოგინა.
ორივე პარკი 5 საათში შემოვიარეთ და გეტყვით რომ Bollywood – მა გამაოცა. არ ველოდი ასეთ სილამაზეებს. ძალიან მხიარული გასართობი შოუ ჰქონდათ. ატრაქციონები – ყველანაირი გემოვნების ადამიანზე იყო მორგებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩემი ბავშვები არ არიან ექსტრემალური ატრაქციონების დიდი მოყვარულები, არც ძალიან საბავშვოები უყვართ. ამ პარკში იყო ზუსტად ის გასართობები, რომლებიც ჩემ შვილებს ძალიან მოეწონათ.4 საათისთვის სასტუმროში დავბრუნდით. ცოტა გავერთეთ ლეგოს თამაშით და საღამოს ისევ გასეირნება გადავწყვიტეთ.
გეგმას, რომელშიც შემდეგი ლოკაცია ყინულის ბარი გვქონდა, პირნათლად მივყვებოდით.
Chillout Ice Lounge–ში საოცრად ლამაზი და განსხვავებული გარემო დაგვხვდა.ყველაფერი ყინულის არის ულამაზესი სკულპტურებია და თან როცა იცი რომ გარეთ +30C სიცხეა შენ კი სპეციალურ დათბილულ სამოს გაცმევენ და – 3C ყივანში ცხელ შოკოლადს მიირთმევ ცოტა უცნაური შეგრძნებაა. Chillout Ice Lounge–ის ბილეთიც great deals–ზე შევიძინე – 144 AED გადავიხადე. მენიუში სახელწოდებით “1 ზრდასრული და 2 ბავშვი” შედიოდა: ქათმის მწვადი ჩხირზე, ცხელი შოკოლადი.
წამოსვლა მეტროთი გადავწყვიტეთ, ვფიქრობ თვითონ მეტრო სანახავი ადგილების სიაშია შესაყვანი.
სასტუმროზე გეტყვით, რომ ცუდი არ არის მაგრამ არც ისეთი ზღაპრული და საოცარია როგორი ფასიც აქვს 1 ღამე 250€ დაგიჯდებათ, თუმცა ბავშვებმა ისიამოვნეს. ნომერში ქვესტი დაგვხვდა რომლითაც გახსნეს სეიფი და 2 სათამაშო ლეგო მიიღეს საჩუქრად, ასევე ლეგოს პარკის ბილეთს გჩუქნიან.
3 დღე
ცენტრისკენ გავემართეთ, სასტუმროც ცენტრალურ უბანში გვქონდა. დილით legoland park პარკის ბილეთი გამოვიყენეთ, რომელიც სასტუმროში გვაჩუქეს. ძალიან კარგი პარკია და ბავშვებიც გაოცებულები დადიოდნენ ლეგოთი აწყობილი დუბაი რომ ნახეს.
სასტუმროში აღებული ბარათით მაღაზიაში 10% ფასდაკლება გეკუთვნით.
პარკიდან წამოვედით სასტუმროში, ბარგი დავტოვეთ და წავედი Museum of The Future – მომავლის მუზეუმში. გეტყვით რომ ბილეთები 2 კვირით ადრე აღარ არის და მეც ვერ ვყიდულობდი. მოვიძიე რაღაც ჯგუფი ტელეგრამში. ჯგუფში, ბოტი გატყობინებს თუ ბილეთი დაბრუნდა შეგიძლია იყიდო. დრო გაქვს ძალიან ცოტა. მე პირველ ცდაზე ვერ ვიყიდე. მეორედ გამიმართლა, მოვასწარი 2 წუთში ვიყიდე. Ეჭვის თვალით ვუყურებდი, მაგრამ გამოვიდა. ოფიციალურ საიტზე ყიდულობთ. (ბილეთის ფასი 149 AED)
იქიდან გამოსულები La Perle–ლა პერლე თეატრისკენ გავემართეთ. 9 ზე იწყებოდა შოუ, ჩვენ დავაგვიანეთ 10 წუთი, თუმცა შეგვიშვეს. ბილეთი ფასდაკლების საიტზეც იყო მაგრამ რადგან ვაგვიანებდი ადგილზე შევიძინე 870 AED – 3 ბილეთი. საოცარი სანახაობაა. დუბაიში თუ მოხვდებით აუცილებლად ნახეთ. რაც შეეხება მომავლის მუზეუმს, დიახ, ნამდვილად მომავალია იქ და 100% რეკომენდაცია ჩემგან.
ეს დღეც დასრულდა და სასტუმროში დავბრუნდით. Ჩვენ სასტუმროს არაჩვეულებრივი რესტორანი აქვს, ცოცხალი მუსიკით. 130 AED გადავიხადეთ ვახშამში.
4 დღე
დილით სასტუმრო Park Inn by–პარკ ინ ბაი რედისონ დუბაი მოტორ სითიში გადმოვინაცვლეთ და ნომერი ტრასის ხედით ავიღეთ. ამ დღეს იყო რბოლა რომლის ყურებაც 900 AED ღირდა ჩვენ კი 30€ დავამატეთ ნომერს, ეს ხედი რომ აგვეღო. ოთახის დიდი ვიტრაჟიდან ვუყურეთ რბოლას. Ჩათვალეთ რომ საუკეთესო ადგილი გაქვთ. შეგიძლიათ მოკალათდეთ სავარძელში, ხელში ერთი ფინჯანი ყავა ან ღვინო დაიჭიროთ და ისიამვნოთ საოცარი სანახაობით.
დილით ბილეთის შეძენა ისევ იმ ვებ–გვერდზე გადავწყვიტე რადგან კომბო ბილეთი Dubai Miracle Garden + Global Village + IMG Worlds of Adventure 299 AED იყო. სტანდარტული ფასით IMG Worlds of Adventure 345 AED. Dubai Miracle Garden 85 AED. Global Village 45 AED. სხვაობა ნამდვილად დიდი იყო. (თავიდან თითქოს ამ საიტს ბოლომდე ვერ ვენდე, მაგრამ გაამართლა. თუ ბილეთი აგვიანდება 2 წუთზე მაქვს საუბარი, ვწერდი კომპანიას და მომენტალურად მპასუხობნენ. 10წუთის ინტერვალში აგზავნიდნენ ბილეთს.)
შემდეგი პუნქტი იყო ყვავილების პარკი, ეს არის სამოთხე დედამიწაზე.
საოცრებაა..
სიტყვები არ მეყოფა ამ სანახაობის აღსაწერად.
მარველის პარკიც ძალიან დიდია და უამრავი გასართობი დაგხვდებათ.
აი მსოფლიო პარკი – ნამდვილად გაგაოცებთ. მთელი მსოფლიოს მოვლა შეგიძლიათ ერთ პარკში. ყველა ქვეყანას თავის კუთხე აქვს საკმაოდ დიდია, აქვე შეგიძლიათ ნაციონალური ნივთები შეიძინოთ, მათი ტრადიცული საკვები დააგემოვნოთ. აუცილებლად წადით არ ინანებთ.
5 დღე
დილით Royal Central Hotel – The Palm-როიალ ცენტრალ ჰოთელ სასტუმროში გადავედით. პალმაზე დასვენება ძალიან მინდოდა.
სასტუმროში ბარგი დავტოვეთ და წავედით მსოფლიოში ყველაზე დიდ აკვაპარკში. Aquaventure Waterpark ფასს რაც შეეხება 355 AED იყო სტანდარტული ფასი. ჩვენ ისევ კომბო ბილეთის ყიდვა ვარჩიეთ და 330 AED შევიძინეთ აკვაპარკი + Dubai Frame ბილეთები.
აკვაპარკი საოცარია. თუ წყლის გართობა გიზიდავთ, აუცილებლად უნდა წახვიდეთ. ამდენი ატრაქციონი, ასეთი ინფრასტრუქტურა,მე არსად მინახავს.
რაც შეეხება Dubai Frame საღამოს წავედით. ჯერ პალმის რკინიგზის სადგურზე მივედით მთავარი მატარებლით. ეს უკანასკნელი, მთელს პალმას გაივლის. ამის შემდეგ მეტროში გადმოვინაცვლეთ და ბოლოს ტაქსი.
ოდნავ ჩახლართული მარშრუტია,, ტაქსით რომ გვემგზავრა, გაცილებით იაფი დაგვიჯდებოდა, რადგან 3 ვიყავით, უკანა გზაზე ასეც მოვიქეცით. თუმცაღა, ვფიქრობ ეს გზა, ერთხელ ასე რთული დაგეგმვით უნდა გაიარო. მთელი მზა სანახაობა იყო. ეს ნამდვილად უნდა შეიგრძნო.
Dubai Frame–ს რაც შეეხება, სრული შოკი მქონდა. შუაში არის შუშის იატაკი რომელზეც უნდა გაიარო. მე ცოტა შემეშინდა და ამ სანახაობას გვერდიდან დავაკვირდი, თუმცა ექსტრემალებისთვის უთქმელადაც მიხვდებით რა სიამოვნებაა.
ხედები არის ზღაპრული.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ერთი მხარე არის ძველი დუბაი რომელიც ჯერ ისე ვერ განვითარდა, როგორც მეორე მხარე, საიდანაც უყურებ თვალით მიუწვდენელ ცათამბჯენებს.
ადით, აუცილებლად ადით!
იქვე არის Dubai Garden Glow ამის ბილეთიც ონლაინ საიტზე შევიძინეთ. თუმცა ვერ გირჩევთ ნამდვილად არ არის ისეთი ზღაპრული როგორც ფოტოებში და ვიდეოებში ჩანს. თუ დრო გექნებათ შეიარეთ მაგრამ გული ნუ დაგწყდებათ თუ ვერ ნახავთ.
6 დღე
ეს ჩვენი ბოლო დღე იყო დუბაიში. გადმოვინაცვლეთ Palazzo Versace Dubai–ში. გადავწყვიტეთ კარგად დაგვესვენა და საღამოს გაგვესეირნა. სადაც წავედი, ეს ადგილი ყველამ უნდა ნახოთ. თუ ფილმი ავატარი გიყვართ, კიდევ უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს ეს ადგილი.
Aya-universe – ასე ჰქვია. ფასდაკლებით ვერსად ვერ ვნახე 99 AED გადავიხადე.
არაჩვეულებრივი.
არამიწიერი.
საოცრებათა სამყაროა, სადაც სხვათა შორის, პასპორტს გაძლევენ. ოფიციალურად აიას მოქალაქე ხდები. შოკირებული ვარ, ახლაც მგონია რომ სიზმარი იყო.
გამოსულებმა, გადავინაცვლეთ დუბაი მოლისკენ, ცოტა საჩუქრები ვიყიდეთ და Dubai Aquarium & Underwater Zoo შევიარეთ. ლამაზია. თუმცა გეტყვით, რომ ბევრ ქვეყანას გაცილებით კარგი და დიდი აკვარიუმი აქვს. ნამდვილად არ გირჩევთ თანხის დახარჯვას. გარედან რასაც ხედავთ, შიგნითაც ის არის. გამოვედით და გარეთ შადრევანს ვუყურეთ. მინდა გითხრათ ბათუმის შადრევანი ნამდვილად არ არის ნაკლები.
ბურჯ ხალიფაზე აღარ ავედით, წინა ვიზიტის დროს ვისიამოვნეთ ხედებით.
7 დღე
დილით აბუ დაბიში წავედით, სასტუმროში დავბინავდით და გადავწყვიტეთ ლუვრი აქაც გვენახა.
რა გითხრათ…
საინტერესოა. ლამაზია. ბავშვებისთვის არაჩვეულებრივი შემეცნებით გასართობები აქვთ. მაგრამ ჩემთვის ლუვრი პარიზია. არის თუ არა საინტერესო ნახატები? არის.
რამდენიმე საინტერესო ექსპოზიცია ნამდვილად იყო. ჩემი სუბიექტური აზრით დუბაი და აბუ დაბი ხელოვნებასთან დიდან ახლოს ვერ არიან. ( 65 AED გადავიხადეთ ბილეთში)
მე ინფრასტრუქტურით ვარ მონუსხული.
აქვე გეტყვით, რომ ბევრი ქვეყანა მაქვს ნანახი მაგრამ დუბაი არის სხვა სამყარო.
ბიუჯეტი ასე განაწილდა:
Motiongate + Bollywood – 299 AED
Chillout Ice Lounge – 80 AED
Legoland Park – საატუმროში შედიოდა
Museum of The Future – 149 AED
La Perle – 259 AED
Dubai Miracle Garden + Global Village + IMG Worlds of Adventure – 299 AED
Aquaventure Waterpark Dubai Frame – 330 AED
Dubai Garden Glow – 60 AED
Aya universe – 99 AED
Dubai Aquarium & Underwater Zoo – 115 AED
Louvre Abu Dhabi 65 AED
აქვე გიზიარებთ დაპირებულ ბმულებს.
https://www.greatdeals.ae
Dubai Miracle Garden – https://maps.app.goo.gl/eHiizfBnjP1VALxP7?g_st=ic
Global Village – https://maps.app.goo.gl/Ly3MFU4LsQWBNiuD7?g_st=ic
IMG Worlds of Adventure – https://maps.app.goo.gl/tmbcrn9Wd5qZWbZw5?g_st=ic
Aquaventure Waterpark – https://maps.app.goo.gl/cBFaDcDuzjMqN3eZA?g_st=ic
Motiongate Dubai – https://maps.app.goo.gl/X3yzBecV7zENojha9?g_st=ic
Legoland® Dubai – https://maps.app.goo.gl/cHhoRGDjxCX4uCmz8?g_st=ic
Bollywood Parks Dubai Admin Office – https://maps.app.goo.gl/XGqyJJQVgdu5UzBG7?g_st=ic
Chillout Ice Lounge – https://maps.app.goo.gl/fGM9HTWbjqfGvUz77?g_st=ic
La Perle DXB – https://maps.app.goo.gl/bXxuBDHHzZyRG6zCA?g_st=ic
Dubai Fountain Boardwalk – https://maps.app.goo.gl/mAkft2PYMGtu412R8?g_st=ic
Museum of The Future – https://maps.app.goo.gl/25BnGXF9jZv8vxry6?g_st=ic
Dubai Garden Glow – https://maps.app.goo.gl/fNiiCjyx7nVCvKMg6?g_st=ic
Dubai Frame – https://maps.app.goo.gl/8fbMf9tYhowVWQrA7?g_st=ic
AYA – https://maps.app.goo.gl/hrfzMZoXrwkqojx78?g_st=ic
Dubai Aquarium & Underwater Zoo https://maps.app.goo.gl/FrTUWamLDosWVx3r9?g_st=ic