უკრაინული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია “Bess Airlines”, 28 დეკემბრიდან ლვოვიდან თბილისის მიმართულებით, ავიარეისების განხორციელებას იწყებს.
ფრენები ლვოვი-თბილისი-ლვოვის მიმართულებით, კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. მიმდინარე ეტაპზე, აღნიშნულ ავიარეისებზე ავიაბილეთების შეძენა, მხოლოდ პირველ თებერვლამდეა შესაძლებელი. ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის, გაგრძელდება თუ არა ფრენები, ზამთრის სანავიგაციო სეზონის შემდგომ.
ავიაბილეთის ღირებულება, ლვოვი-თბილისის ავიარეისზე 58 დოლარიდან იწყება, ხოლო თბილისი-ლვოვის ავიარეისზე 62 დოლარიდან. დაბალბიუჯეტური ავიაბილეთები, მხოლოდ 7 კგ.-ის მოცულობის, ხელბარგს ითვალისწინებს.
რეკომენდაცია: ბიუჯეტის ოპტიმიზაციისთვის, შეიძინეთ ავიაბილეთები ფრენამდე 6-8 კვირით ადრე