მოგზაურების საყვარელი ტურისტული ადგილები, კუნძულ კაპრიზე
0

მოგზაურების საყვარელი ტურისტული ადგილები, კუნძულ კაპრიზე

ეს ბლოგი მისთვისაა, ვინც იტალიის თვალწარმტაც ბუნებაზეა შეყვარებული და შემდეგი სამოგზაურო მარშრუტის მონიშვნაც, იტალიის რუკაზე სურს.

შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ ბევრი მოგზაურისთვის იტალიის კუნძულები, ტურისტული სამოთხეა. საოცარი კლდოვანი სანაპიროები, ეგზოტიკურ მცენარეთა სახეობები, მომხიბლავი პეიზაჟები, კრისტალურად სუფთა, ზურმუხტისფერი წყლები და სხვ. – ღირსშესანიშნაობათა მცირე ჩამონათვალია, რომელიც კაპრის კუნძულზე მოგზაურობისას, მნახველის წინაშე იშლება და მის ზღაპრულ, მომნუსხველ ატმოსფეროში “ჩაძირვის” ბედნიერებას სთავაზობს.

კაპრი – ნეაპოლის ყურეში, სორენტინის ნახევარკუნძულთან ახლოს მდებარეობს. ისევე როგორც იტალიის ყველა ქალაქი და რეგიონი, კაპრიც  ულამაზესი ადგილებით და უნიკალური არქიტექტურული ნიმუშებით მდიდარია.

იდილიური ქალაქის, უფრო ნათელი სურათის წარმოსადგენად ამ ბლოგში, კაპრის მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს აღვწერთ, რომლებიც ვიზიტორებზე, ყოველთვის მძაფრ შთაბეჭდილებებს ახდენენ.

 

ნავის ტური კაპრის შემოგარენში

ალბათ ფოტოებიდან ერთხელ მაინც ყველას გინახავთ კაპრის ბუნება, რომელიც დაგაფიქრებდათ მისი პეიზაჟური ნახატების უნიკალურობაზე.  ყველაზე შესანიშნავი რამ, თეთრი კლდეებისა და უსასრულოდ ლურჯი ზღვის კომბინაციაა.

ქვემოთ ვისაუბრებთ ადგილზე, რომელიც კაპრის ყველაზე ცნობილი  ღირსშესანიშნაობაა და გასაკვირიც არ არის, რომ ადგილზე ნავებით გამსეირნებელთა გრძელი რიგიც დგას.

„Blue Grotto“–ს ტური, რომლის სახელიც ზღვის წყლის ფერიდან მომდინარეობს, ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარულია ტურისტული დანიშნულებაა. ლურჯი გროტო მსოფლიოში ერთ-ერთია, იმ ზღვის გამოქვაბულებებიდან, რომელიც ბრწყინვალე ლურჯი ან ზურმუხტისფერი შუქითაა განათებული. აქ სუფთა, ქვიშიანი ფსკერის ნახვა, სულ რაღაც 8-10 მეტრზეა შესაძლებელი. მღვიმის ფსკერზე, ადგილობრივი ზღვის მკვიდრ კიბორჩხალებს, ლობსტერებს, ფერადი თევზებს, ასევე ხელოვნების ორი ნიმუშს – ტრიტონისა და პოსეიდონის ძეგლს დაინახავთ.

გასეირნებით მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად, ტური მშვიდ და მზიან ამინდში დაგეგმეთ. “Blue Grotto“-ში მოხვედრა უდიდესი სიამოვნების მიღებას ნიშნავს; ბუნების ეს სასწაული  ნათლად  ეხმიანება, ივან აივაზოვსკის შესანიშნავ ნახატს  „ მთვარის ღამე კაპრიზე“.

 

გამგზავრება ანაკაპრიმდე

ანაკაპრი, კუნძულ კაპრის მისადგომებთან, შემაღლებულ ადგილას, განცალკევებით მდებარეობს, სადაც საოცარი სიმშვიდე სუფევს და ზღვის საუცხოო ხედები იშლება. მის დასათვალიერებლად კი საუკეთესო გზა, პატარა ქუჩებსა და ხეივნებში გასეირნებაა.

ანაკაპრიში სტუმრობისას აუცილებლად შეიარეთ ადგილობრივ “Il Riccio“-ში რესტორანში, რომელსაც კერძო სანაპირო აქვს და  ადვილად მიგნებადია თავისი დახვეწილი, ლურჯი და თეთრი დეკორაციის წყალობით. რაც მთავარია, შესანიშნავი იტალიური სამზარეულო, რომელიც გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ.

ანაკაპრში წასვლა მარტივია – ისარგებლეთ ავტობუსით ან ტაქსით. თუ სიმაღლის არ გეშინიათ და ექსტრემიც გიზიდავთ  ანაკაპრისკენ მიმავალი გზა თქვენს მოგზაურობას, განსაკუთრებულ ეფექტებს შეჰმატებს.

 

სან მიქელის ბაღი

თუ კულტურული და ისტორიული ღირებულებების ნახვა გსურთ, ყველაზე ცნობილ და ღირსშესანიშნავ ვილა სან მიქელს და მის ჯადოსნურ ბაღს უნდა ეწვიოთ, რომელიც იმდენად ლამაზია რომ იტალიის ულამაზესი ბაღის ტიტულიც კი მოიპოვა.

ვილა სან მიქელი მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა. ბაღის მრგვალი ხეივნიდან, ნეაპოლის ყურეზე ულამაზესი ხედები იშლება.  “ვილა სან მიქელი” შვედი ექიმის, ფილოსოფოსისა და ხელოვანის აქსელ მუნტეს რეზიდენციაა. სახლი და ბაღები სავსეა მისი პირადი კოლექციებით, დაწყებული ფასდაუდებელი არქეოლოგიური ნივთებით – რომაული, ეგვიპტური და ეტრუსკული სიძველეებით.  ამ ბაღის უკან ბარბაროსთა მთა მდებარეობს, რომელიც შვედმა ხელოვანმა გადამფრენი ფრინველების თავშესაფრად აქცია.

აქ თქვენ ნახავთ უამრავი სახეობის ხესა და მცენარეს: აფრიკულ შროშანებს, კავკასიურ ბროწეულებს, იტალიურ ფიჭვებს, იაპონურ ჰორტენზიას, იშვიათ ავსტრალიურ მირტის და შვედურ არყის ხესაც კი. ეს ბაღი არის ერთ-ერთი რომანტიკული და დასამახსოვრებელი ადგილი მთელ კუნძულზე.

 

არ დაგავიწყდეთ, რომ ბიუჯეტის ოპტიმიზაციისთვის, ავიაბილეთის შეძენა რეკომენდირებულია ფრენამდე 6-8 კვირით ადრე.

მოძებნეთ და შეიძნეთ იაფი ავიაბილეთი აქ: Fly.ge