“ვიზა არ გვჭირდება, არც ვაქცინა. “PCR” ტესტი საკმარისია” – სოსო ნებიერიძის მალდივური არდადეგები
+7

“ვიზა არ გვჭირდება, არც ვაქცინა. “PCR” ტესტი საკმარისია” – სოსო ნებიერიძის მალდივური არდადეგები

მოგენატრათ მოგზაურობა, განტვირთვა და თავგადასავლები, თუმცა კოვიდპანდემიის ან კოვიდრეგულაციების გამო, რუკაზე ახალი ადგილების მონიშვნისგან თავს იკავებთ? დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით ადგილზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის თითქმის 100% კოვიდ ვაქცინით უკვე აიცრა და არც გამგზავრებისას მოგიწევთ რთული კოვიდრეგულაციების რუტინული და დამძაბველი პროცესის გავლა.

 

ბევრისთვის საოცნებო ან პერსონალურ რუკაზე, უკვე დიდი ხნის წინ მონიშნული, აუცილებლად სანახავი ლოკაცია, ბევრისთვის კი უკვე შთამბეჭდავი მოგონებების ადგილი – მალდივები, ცოტა ხნის წინ ცნობილმა და ძალიან საინტერესო ქართველმა მოგზაურმა ბლოგერმა სოსო ნებიერიძემ მოინახულა, გამომწერებს კი საოცარი ფოტო-ვიდეო მასალა და გულრწფელი შთაბეჭდილებები გაუზიარა:

 

“ვიზა არ გვჭირდება, არც ვაქცინა. “PCR” ტესტი საკმარისია” – სოსო ნებიერიძის მალდივური არდადეგები

კიდევ  ერთი მალდივური თრიფი დასრულდა. ამჯერად კუნძულ კურორტზე  Paradise Island Resor“- ზე ვიყავით.

რა შემიძლია ვთქვა მალდივებზე? იდეალური ადგილია განტვირთვისთვის, დასვენებისთვის და პასიური მოგზაურობისთვის.

აქტიური მოგზაურობის მოყვარულებს დიდად არ მოგეწონებათ,  მიუხედავად იმისა რომ  იქაურობა ულამაზესია. უბრალოდ როცა ირჩევ კუნძულ სასტუმროს, მთელი დროის განმავლობაში, იმ პატარა კუნძულზე გიწევს ყოფნა და შესაძლოა ზოგიერთმა მოიწყინოს კიდეც. კი სასტუმროს აქვს აქტივობები: სათევზაოდ გასვლა, სნორქლინგი, დაივინგი და ასე შემდეგ,  თუმცა ფასები საკმაოდ მაღალია.

ამიტომ, სანამ მალდივებზე წასვლას გადაწყვეტ, დაფიქრდი რა არის შენი იქ წასვლის მიზეზი? – თუ მიზეზი ყოველდღიურობას რიდება და საოცარ ადგილზე  განტვირთვა და დასვენებაა, მაშინ მალდივები იდეალური

არჩევანია. ხოლო თუ მოძრაობა და თავგადასავლები გინდა არ გირჩევ

და მაინც  რა ჯდება  მალდივებზე  დასვენება? კითხვა, რომელიც ხშირად ისმის. მალდივებზე, ერთკვირიანი დასვენება შესაძლოა 1,500 € დაჯდეს, შეიძლება 15 000 €. გააჩნია ვის როგორი მადა და შესაძლებლობა აქვს.

გასათვალისწინებელია ბევრი რამ – კუნძულის ადგილმდებარეობა,  ნომრებისპეციიკა და სხვ. ერთმა ტარა დეტალმა, შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს  ფასი. თუმცა მეეჭვება, რაოდენ ეკონომიურადაც არ უნდა ხარჯო,  ერთკვირიანი დასვენება 1500€ ზე ნაკლები დაჯდეს .

ჩვენს შემთხვევაში  ერთი კვირის ხარჯი  1680 ევრო იყო.

რაც შეეხება ფრენებს,თბილისიდან  „ყატარის ავიახაზები“, თურქიშიდა ფლაი დუბაი” დაფრინავს. ვიზა არ გვჭირდება, არც ვაქცინა. მხოლოდ  პისიარ  ტესტი  საკმარისია.“

madldivebi                  “ვიზა არ გვჭირდება, არც ვაქცინა. “PCR” ტესტი საკმარისია” – სოსო ნებიერიძის მალდივური არდადეგები                “ვიზა არ გვჭირდება, არც ვაქცინა. “PCR” ტესტი საკმარისია” – სოსო ნებიერიძის მალდივური არდადეგები