უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგი AirlineRatings.com-მა შეადგინა, საიდანაც ირკვევა, რომ მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგში ლიდერობს Air New Zealand-ი.
TOP-3-ში Air New Zealand-ის გარდა Etihad Airways-ი და Qatar Airways-იც არიან.
AirlineRatings.com-ი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების შეფასებისას ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ავიაკატასტროფები ბოლო 5 წლის განმავლობაში და სერიოზული ინციდენტები ბოლო 2 წლის განმავლობაში, საავიაციო მმართველი ორგანოებისა და ინდუსტრიის ორგანოების აუდიტი, წამყვანი უსაფრთხოების ინიციატივები, მთავრობის აუდიტი, ავიაპარკის ასაკი და COVID-19 უსაფრთხოების პროტოკოლები.
მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. Air New Zealand
2. Etihad Airways
3. Qatar Airways
4. Singapore Airlines
5. TAP Air Portugal
6. SAS
7. Qantas
8. Alaska Airlines
9. EVA Air
10. Virgin Australia/Virgin Atlantic
11. Cathay Pacific Airways
12. Hawaiian Airlines
13. American Airlines
14. Lufthansa
15. Finnair
16. KLM
17. British Airways
18. Delta Air Lines
19. United Airlines
20. Emirates.
წარმოდგენილი TOP-20-დან საქართველოს მიმართულებით პირდაპირ რეისებს Qatar Airways-ი და Lufthansa ასრულებენ, ხოლო ნაწილი ავიაკომპანიები კი საქართველოში ზიარი კოდების მეშვეობით ოპერირებენ.
AirlineRatings.com-მა ასევე შეადგინა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების TOP-10 რეიტინგი, რომელიც ასე გამოიყურება: Allegiant Air, easyJet, Frontier Airlines, Jetstar Group, Jetblue, Ryanair, Vietjet Air, Volaris, Westjet და Wizz Air.