საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველები “მწვანე პასპორტით” კვლავ ისარგებლებენ
0

საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველები “მწვანე პასპორტით” კვლავ ისარგებლებენ

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ე.წ. “მწვანე პასპორტის” აუცილებლობა მოიხსნა, გაჩნდა უამრავი კითხვა, გაუქმდა თუ არა ვაქცინირებულთა ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, “მწვანე პასპორტის” მსოფლიო ბაზიდან და შეუქმნიდა თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება, მოგგზაურს პრობლემას, უცხო ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი, საკოორდინაციო საბჭოს პრესკონფერენციაზეც გაკეთდა:

“იმ პირებს, ვისაც ესაჭიროება “მწვანე პასპორტი” საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სისტემით სარგებლობა კვლავ შეუძლია”, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

“როგორც მოგეხსენებათ თავიდანვე გაჟღერებული იყო, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება, ამიტომ ეს არის მოსახლეობის არჩევანი და 42 % უკავშირდება არა ვაქცინის ვალდებულებას არამედ სურვილს მოსახლეობისას, რომ აიცრას, ამ პოლიტიკას ქვეყანა კვლავინდებურად ატარებს, შესაბამისად, აცრების რაოდენობას ამას ვერ დავუკავშირებ; „მწვანე პასპორტის“ შემოწმებას ვაკონტროლებდით, ცხადია. რაც შეეხება ვაქცინაციას, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს არის ერთადერთი გზა იმისა, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსით გამოწვეული შემდგომი გართულებები,“– განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.