ანა გვალიას მოგზაურობა!
პირველად მიკონოსი, ჩემი უნივერსიტეტის მეგობრის ინსტაგრამზე ვნახე – თეთრმა სახლებმა, ცისფერმა ცამ და დაუვიწყარმა ღამეებმა თავიდანვე მომაჯადოვა. მიკონოსი პატარა – 90 ათასი კვადრატული მეტრის კუნძულია და თორმეტი ათასი მაცხოვრებელი ყავს. მიკონოსს „ქარების კუნძულს“ ეძახიან, ხშირი ქარების გამო. სწორედ ამიტომ, აქვეა ცნობილი თექვმეტი ქარის წისქვილი, რომელიც ალბათ ფოტოებიდან გვეცნობა. საუკეთესო დრო მიკონოსზე წასასვლელად ზაფხულია, თუმცა მაისის ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე პლაჟებიც და რესტორნებიც ღიაა. მიკონოსზე წასასვლელად და კუნძულის დასათვალიერებლად სამი დღე სრულებით საკმარისია, თითო თითო დღე დაგჭირდებათ კუნძულზე მოსახვედრად. დაინტრიგებული და მოჯადოებული, მეც პირველივე ზაფხულს, მეგობრებთან ერთად მიკონოსზე წავედი.
გზა მიკონოსამდე:
• ათენი: ჩვენი მოგზაურობა ათენში დაიწყო, სადაც პირდაპირი რეისით სამ საათში ეგეოსის ავიახაზებით კომფორტულად ვიმგზავრეთ. მიკონოსზე ორჯერ ვარ ნამყოფი და სამწუხაროდ აკროპოლისი არც-ერთხელ არ მინახავს – მიკონოსის სეზონი ივლისი-აგვისტოა, როდესაც ათენში ძალიან ცხელა. აკროპოლისის ნახვას, მხოლოდ თავგადასავლების მოყვარულებს ვურჩევ.
მიკონოსზე მოხვედრა ან მოკლე ფრენით ან დიდი გემით შეგიძლიათ – მე ყოველთვის გემით მივდივარ და თვითმფრინავით მოვფრინავ. გაითვალისწინეთ, გემის ბილეთების დაჯავშნა ძალიან მარტივია, დღეში რამოდენიმე რეისი სრულდება, ხოლო მიკონოსის აეროპორტი ძალიან პატარაა და რეისები ხშირად უქმდება.
სასტუმროები მიკონოსზე:
• კავო ტაგო (Cavo Tagoo) ულამაზესი სასტუმროა მიკონოსზე და გამოირჩევა ადგილმდებარეობით, რომელიც მთელ ჯუნძულს გადმოყურებს.
• Airbnb – მე ძირითადად მეგობრებთან ერთად მივდიოდი, ამიტომ პატარა ვილას ვქირაობთ ხოლმე, სადაც ტრანსპორტირება და კომუნიკაცია უფრო ადვილია ვიდრე სხვადასხვა სასტუმროებში ან სხვადასხვა ნომრებში. რაც შეეხება ტრანსპორტაციას, მიკონოსზე ძალიან ძვირია – ჩვენ ერთგული მძღოლი გვყავს – ნიკოს – რომელსიც ფიქსირებული თანხის სანაცვლოდ კუნძულის ნებისმიერ ადგილას მიგიყვანს.
პლაჟები მიკონოსზე:
• აგია ანას (Agia Anna Beach) პლაჟზე ყველაზე კომფორტულად მოთავსდებით. აქვეა რესტორანი სპილია (Spilia Restaurant) რომელშიც ყველაზე გემრიელი ზღვის პროდუქტებია მიკონოსზე.
• ალემაგუ (Alemagou) პლაჟიც არის და გასართობათაც სასიამოვნო ადგილი. ჩემი უნივერსიტეტის მეგობრის სიძის არის და ჩვენ ყოველთვის კარგი მაგიდა გვხვდება ხოლმე. გირჩევთ დილით მიხვიდეთ და საღამომდე დარჩეთ – გამოსაცვლელიც წაიღოთ თუ ბანაობას აპირებთ. აქვეა რესტორანი ფტელია (Ftelia) სადაც მიირთმევთ ძალიან გემრიელ სასმელებს.
გართობა მიკონოსზე:
• პრინჩიპოტე (Principote) ჩემი საყვარელი პლაჟია, რომელსაც დღის და საღამოს გართობაც აქვს – ორ ცვლაში. აუცილებლად აიღეთ გასარუჯი საწოლი დღის მანძილზე, დაჯავშნეთ ლანჩი უგემრიელესი პასტასთვის.
• ნამოსი (Nammos Village) პატარა ქალაქია თავისი მაღაზიებით, კაფეებით და დღის გართობით. თუ დღის გართობა გინდათ, წინასწარ აუცილებელია დაჯავშნა ნამოსის მარცხენა მხარეს – მარჯვენა მხარეს მხოლოდ ლანჩია. ღამე კონცერტები და დიდი ღონისძიებები იგეგმება – შეამოწმეთ კალენდარი წასვლამდე.
• სკორპიო (Scorpios) ყველაზე უფრო რთულად მოსახვედრი ადგილია საღამოს გართობისთვის, ამიტომ გირჩევთ ან დღის მანძილზე მიხვიდეთ ან მაგიდა დაჯავშნოთ. ჯავშნის გარეშე, ყოველთვის და ყველგან მოხვედრა რთულია მაგრამ დაცვის პერსონალის „მოსყიდვაც“, რომელიც იაფი არ დაგიჯდებათ, რეალური ალტერნატივაა. ჩვენ ბოლოს პატარა გემით, წყლით შევიპარეთ.რესტორნები მიკონოსზე:
• ინტერნი (Interni) რესტორანია რომელიც შოუს და კლუბის გარემოს გვპირდება. ჩემი დის დაბადების დღე ავღნიშნეთ ერთ-ერთ წელს და ძალიან კარგად დაგვამახსოვრდა.
• სი სატინი (Sea Satin) შედარებით ახალი გახსნილი ბერძნული რესტორანია, რომელიც ღია ცის ქვეშ არის. ძალიან გემრიელი ზღვის პროდუქტები აქვთ.
კლუბები მიკონოსზე:
• მონი (Moni) პატარა მაგრამ ექსკლუზიური კლუბია მიკონოსზე. ადრე მისვლა იდეალურია თუ მაგიდის გარეშე გართობა გირჩევნიათ.
• გუზელი (Guzel) თურქული კლუბია მიკონოსის ცენტრში.
მიკონოსი ყველა გემოვნების ადამიანისთვისაა. შესაძლებელია პარტნიორთან ერთად მშვიდად დასვენებაც და მეგობრებთან ერთად გართობაც. ყველას ვიასც სურვილი აქვს წლევანდელი ზაფხული მიკონოსზე გაატაროს, ვურჩევ გეგმები ადრე დააწყოს და მომზადებული წავიდეს.