ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მსგავსად, თურქული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Pegasus Airlines” ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, რეგულარულ ავიარეისებს სტამბოლიდან, თბილისისა და ბათუმის მიმართულებით განაგრძობს.
სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენები, კვირაში 12-ჯერ, დღეში ორი სიხშირით შესრულდება.
ბათუმი-თბილისი-ბათუმი საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში სამჯერ, ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს განხორციელდება.