princeIslands_Fly.ge
0

9 კუნძული თურქეთში ანუ პრინცის კუნძულები

 ავიაბილეთების შეძენა ქართულად ონლაინ, შეგიძლიათ Fly.ge-ზე

პრინცის კუნძულები თურქეთში

adalar-Fly.ge

პრინცის კუნძულები 9 კუნძულისგან შემდგარი ჯაჭვია. აქედან 4 მათგანია ყველაზე დიდი. კერძოდ, ესენია: კინალიადა (Kinaliada), ჰეიბელიადა (Heybeliada), ბიურგაზადა (Burgazada), ბუიუქადა (Buyukada).

adalar-Fly.ge

პრინცის კუნძულები (Prens Adaları)

ბუიუქადა (Büyükada)

 

პრინცის კუნძულები, XIX საუკუნეში, სტამბოლის მდიდარი ოჯახების პოპულარული კურორტი გახდა. აქ დღემდე შემორჩა ვიქტორიანული ეპოქის კოტეჯები და სახლები. დღეს ბუიუქადა–ფართობით 5.46 კმ თურქი და არა მარტო თურქი, უმდიდრესი ადამიანების დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს.

კუნძულებზე საოცარი სიმშვიდე სუფევს. რამდენიმე საათში შეგიძლიათ შემოიაროთ ვიწრო ქუჩები, რომელსაც გადაჰყურებს ლამაზი ვილები. თავმომწონე ყვავილები, სკულპტურებით მორთული და მოჩუქურთმებული აივნები, იახტებით დატვირთული ყურეები…. მოკლედ ქალაქის ხმაურიდან იდეალურ გასაქცევ ვარიანტს წარმოადგენს.

პრინცის კუნძულებიდან ყველაზე დიდია ბუიუქადა (Büyükada). თურქულად ნიშნავს “დიდ კუნძულს”. როგორც კი ბუიუქადას კუნძულზე დადგამთ ფეხს, სხვა საუკუნეში, სხვა ეპოქაში აღმოჩნდებით. ქუჩებში დაგხვდებათ ლამაზი ყვავილებით მორთული, ფერადი ველოსიპედები, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ მთელი კუნძული შემოიაროთ. დამთვალიერებლებს კუნძულზე ხვდებათ ცნობილი საათის კოშკი, ასევე აია იორგის ეკლესია (წმინდა გიორგის ეკლესია), რომელიც პრინცების კუნძულების ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა. ეს მართლმადიდებლური ეკლესია ბუიუქადას უმაღლეს ბორცვზე მდებარეობს.

ეს არის ტაძარი, რომელიც მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის შეუცვლელი ნაგებობაა. აღნიშნულ სამლოცველოს ხშირად სტუმრობენ უცხოელი ტურისტები.

Buyukada_Fly.ge

ჰეიბელიადა (Heybeli Ada)

 

პრინცის კუნძულებიდან სიდიდით მეორე კუნძულს წარმოადგენს ჰეიბელიადა (Heybeli Ada) – ფართობით 2.4 კმ 2 .  ცენტრალური მთის მწვერვალზე არის მე -11 საუკუნის ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი, სადაც განთავსებულია ამჟამად არსებული ჰალკის სემინარია. მთავარი ბერძნული მართლმადიდებლური სემინარია თურქეთში. თავის დროზე სასულიერო პირების განათლებისთვის გაიხსნა. მონასტერი ბევრ ტურისტს იზიდავს საბერძნეთიდან და თურქეთიდან. აქ არსებული ღირსშესანიშნაობებიდან საგულისხმოა ბეტ იაკოვის სინაგოგა (Bet yaakov synagogue) და აია ნიკოლას ეკლესია (aya nicola church). ეს გარემო იდეალურია მათთვის, ვისაც სურს იმოგზაუროს კუნძულის ისტორიულ წარსულში.

 

ბურგუზადა (Burgazada)

adalar-Fly.ge

ბურგუზადა (Burgazada)  ციხე-სიმაგრის კუნძული – ფართობით 1,5 კმ არის სიდიდით მესამე კუნძული, პრინცის კუნძულებს შორის.  აქაც არის მრავალი ისტორიულ-კულტურული შენობა, ბრწყინვალე სახლები, პლაჟები, რომლებიც ზაფხულის თვეებში განსაკუთრებით იპყრობს ტურუსტთა ყურადღებას.

აუცილებლად სანახავ ადგილებს შორისაა ბურგაზადას მეჩეთი, აია იანის ეკლესია და საიტ ფაიკ აბასიანიკის სახლ-მუზეუმი. ეს უკანასკნელი ერთ-ერთ უდიდეს თურქ მწერლად და 1940-იანი წლების მნიშვნელოვან ლიტერატურულ ფიგურად ითვლებოდა. სწორედ ამ სახლში უცხოვრია საით ფაიკს წლების განმავლობაში. გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ კი იგი სახლ-მუზეუმად გადაუქცევიათ სადაც მისი ყველა ნივთი არის დაცული.

 

კინალიადა (KınalıAda)

 

კინალიადა (KınalıAda) – ფართობით 1,3 კმ 2 ერთი შეხედვით პატარა, მაგრამ საკმაოდ ლამაზი და მრავალფეროვანი კუნძულია.  მულტიკულტურული კუნძულია. შეგიძლიათ ფეხით მოიაროთ მთელი კუნძული დაახლოებით 20-25 წუთში. აღსანიშნავია, რომ კინალიადამ (KınalıAda) სახელი – მაკის წითელი ფერის გამო მიიღო. ადგილობრივი ღირსშესანიშნაობებიდან უნდა აღვნიშნოთ კინალიადას მეჩეთი, რომელიც მდებარეობს კარშის ქუჩაზე. იგი აშენდა 1964 წელს. ასევე პანაიას ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია ….

ამ ოთხი დიდი კუნძულის გარდა, ჯაჭვში არის ხუთი ბევრად უფრო პატარა. ესენია :

Buyukada_Fly.ge

1. სედეფ ადასი (Sedef Adası) – “დედა მარგალიტის კუნძული”– ფართობით 0,157 კმ 2 .
2. იასიადა (Yassıada)– “ბრტყელი კუნძული” – ფართობით 0,05 კმ 2 .
3.  სივრიადა (Sivriada) – “მკვეთრი კუნძული” – ფართობით 0.4 კმ 2 .
4.  კაშიკ ადასი (Kasik_island) –”კოვზების კუნძული” –  ფართობით 0.6 კმ 2.
5.  ტავშან ადასი (Tavşan Adası)–”კურდღლის კუნძული” – ფართობი 0.4 კმ 2.

 

 

Buyukada_Fly.ge

 

 

მსოფლლიოს ნებისმიერი მიმართულებით ავიაბილეთების მოძიებას საუკეთესო ფასად შეძლებთ ჩვენთან: www.Fly.ge. 

თბილისი–სტამბული

თბილისი–ბელეკი

თბილისი–ანტალია

თბილისი–იზმირი

თბილისი – რიზე