ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მარკეტის ტიპის კვების ობიექტი გაიხსნა. “Convenience store” – სმარტის და ვისოლ ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორნა – თამარ არჩუაძემ გახსნეს.
“მოხარულები ვართ, რომ ქუთაისის განახლებულ აეროპორტს საერთაშორისო ბრენდების გარდა, ქართული ბრენდებიც ემატება. დღეს აეროპორტის სივრცეში გაიხსნა სმარტის სრულიად ახალი ფორმატის სუპერმარკეტი, რომლითაც სარგებლობა აეროპორტის მგზავრების გარდა, სხვა მსურველებსაც შეეძლება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არის რიგით მესამე ობიექტი, სადაც ,,ვისოლ ჯგუფმა“ იმერეთის რეგიონის მასშტაბით სმარტი გახსნა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ახალგახსნილ ობიექტზე მთლიანად ადგილობრივები არიან დასაქმებულები.” განაცხადა თამარ არჩუაძემ.
24 საათიანი მომსახურების მარკეტი, აეროპორტის მოფრენის საერთო სივრცეში მდებარეობს, რაც მისით სარგებლობის შესაძლებლობას, როგორც ჩამომფრენ, ასევე გამფრენ მგზავრებსაც აძლევს. “სმარტში”, ნებისმიერ მსურველს სტანდარტულ პროდუქციასთან ერთადმ, ახალგამომცხვარ პურ-ფუნთუშეულს და იტალიურ ყავა “ტურჩილოს” სთავაზობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე თვეში ქუთაისის აეროპორტში კიდევ ერთი ობიექტი – ამერიკული რესტორანი “დანკინიც” გაიხსნება.
შეიძინეთ ავიაბილეთები ქუთაისის აეროპორტიდან Fly.ge-ზე