ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში COVID-ტესტირების მეორე პუნქტი ამოქმედდა
+1

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში COVID-ტესტირების მეორე პუნქტი ამოქმედდა

დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, “იუნიქის“ შემდეგ, “მედდიაგნოსტიკის” COVID-ტესტირების პუნქტი ამოქმედდა. მგზავრებს COVID-19-ზე ტესტირების ჩატარება ჩამოფრენის დარბაზში შეუძლიათ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მგზავრს სამი სახის Covid 19-ის PCR კვლევის ჩატარება შეუძლია: სიახლეა ნერწყვით Covid -19 ის PCR ტესტი, რომლის ღირებულება 200 ლარია და პასუხს მგზავრი აეროპორტშივე 90 წუთში მიიღებს. ასევე, ტარდება:  Covid -19-ის PCR ტესტი (ცხვირ-ხახის ნაცხი პასუხი 8 საათში)  ფასი -70 ლარს შეადგენს, Covid -19-ის PCR ტესტი ცხვირ-ხახის ნაცხი (3-4 საათში)  ფასია -120 ლარი. რაც შეეხება ანტიგენზე დაფუძნებულ სწრაფ ტესტს, Covid -19-ის სწრაფი ტესტი (Ag) მეთოდით – 30 ლარი ღირს.

რაც შეეხება “იუნიქის“ ტესტირების პუნქტს, ის აეროპორტის გარე პერიმეტრზე, ჩამოფრენის დარბაზთან მდებარეობს. სწრაფი ტესტის ღირებულება  იუნიქში – 40 ლარი; PCR ტესტი – 80 ლარი, ხოლო სწრაფი ანტიგენ ტესტი 40 ლარი ღირს.