რა დოკუმენტები სჭირდებათ გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს
0

რა დოკუმენტები სჭირდებათ გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს

თუ სტუდენტი ხარ ან უახლოეს მომავალში სწავლის დაწყებას აპირებ, შესაძლოა შენს გეგმებში, საზღვარგარეთ განათლების მიღებაც შედიოდეს, რომელიც თანამედროვე სამყაროში, გაცილებით ხელმისაწვდომი, პერსპექტივის თვალსაზრისით კი ბევრი საინტერესო, მრავალმხრივი და მრავალფეროვანი შესაძლებლობის წყაროა. გლობალურ, კონკურენტუნარიან სამუშაო ბაზარზე, საერთაშორისო განათლება, თქვენს კარიერაში, მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს შეასრულებს. მთავარია, სწორად შეარჩიოთ, თქვენი პროფესიის შესაბამისი პროგრამა და ქვეყანა, რომელიც მაქსიმალური შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ.

საზღვარგარეთ სწავლის მსურველ ადამიანებს, შეუძლიათ სრული საბაკალავრო პროგრამით უცხოურ უნივერსიტეტში პირდაპირ ჩააბარონ, თუმცა უმრავლესობისთვის გაცილებით მარტივი, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობაა, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, სტუდენტმა ახალ გარემოში სწავლა და პროფესიული განვითარება მოგზაურობას, ახალი ქვეყნის და კულტურის შეცნობას შეუთავსოს. თავისუფალ დღეებში კი, მეზობელ ქვეყნებში მცირე სამოგზაურო ტურებიც დაგეგმოს.

მოკლე ან გრძელვადიან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია. ძირითად შემთხვევებში, გაცვლითი პროგრამები სრულიად ფინანსდება, პროგრამის დონორი ორგანიზაციის მიერ.


რა დოკუმენტები გვჭირდება, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის სურვილი, ეტაპობრივად უშუალოდ დაგეგმვის პროცესში უნდა გადაიზარდოს. მოძებნეთ ინფორმაცია პროგრამის შესახებ, შეარჩიეთ სასურველი უნივერსიტეტი, გაეცანით ქვეყნის, ქალაქის შესახებ ძირითად ინფორმაციას. შემდეგში კი გადადით მოქმედებაზე და შეავსეთ განაცხადი/აპლიკაცია.

მობილობის სხვადასხვა პროგრამა განსხვავებულ დოკუმენტებს ითხოვს, მაგრამ როგორც წესი, ძირითადი დოკუმენტების ჩამონათვალი მსგავსია. დოკუმენტაციის ჩამონათვალი, უშუალოდ პროგრამის ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ან სთხოვოთ თქვენი სასწავლებლის ადმინისტრაციაც.

სტანდარტულ შემთხვევებში მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარადგინოს:

– პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი
– CV (გირჩევთ გამოიყენოთ Europass ფორმატი)
– ცნობა სტუდენტობის შესახებ
– ენის ფლობის სერტიფიკატი
– სამოტივაციო წერილი
– უკვე გავლილი საგნების ჩამონათვალი კრედიტებისა და შეფასების მითითებით
– რიგ შემთხვევებში დამატებით  სარეკომენდაციო წერილი სასწავლებლიდან ან ფაკულტეტიდან

საჭირო დოკუმენტების შეგროვების შემდეგ ჩნდება კითხვა, როგორ რა ენაზე უნდა წარვადგინოთ საჭირო დოკუმენტაცია?

სააპლიკაციო დოკუმენტების ძირითადი  ნაწილი უნდა წარადგინოთ ინგლისურ ენაზე. CV-სა და სამოტივაციო წერილის მომზადება კი შესაძლებელია გერმანულ, იტალილურ, ფრანგულ ან ესპანურ ენაზე, გამომდინარე თქვენ მიერ შერჩეული სასწავლებლის ადგილმდებარეობიდან;

აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ფაკულტეტის მიერ ქართულ ენაზე გაცემული ცნობა, ნიშნების ფურცელი და რეკომენდაცია, თარგმნის შემდგომ აუცილებლად უნდა დაამოწმოთ ნოტარიულად.

მოსამზადებელ პერიოდში, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტი, უამრავ ინფორმაციას იღებს და ეს პერიოდი(დოკუმენტაციის შეგროვება, თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება), შესაძლოა დროშიც გაიწელოს. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, მისთვის საჭირო პროფესიონალური მომსახურება, დისტანციურ რეჟიმში მიიღოს, ხოლო თავისუფალი დრო სასიამოვნოდ გაატაროს, იმ გარემოში და ადამიანებთან, რომლებთანაც მალე, პოზიტიური მიზნით, დროიებით განშორება მოუწევთ.

დოკუმენტაციის 9 ენაზე თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება ონლაინ კი, ქართულენოვან ვებ-საიტზე შეგიძლიათ, რომელიც ქართველ მომხმარებელს, სტუდენტებისთვის კარგად ნაცნობმა პლატფორმა translate.ge-მ არც თუ ისე ცოტა ხნის წინ შესთავაზა. online.translate.ge-ზე  ნებისმიერი ტიპის დოკუმენტის ან ტექსტის ატვირთვაა შესაძლებელი. დამატებით შეგიძლიათ მონიშნოთ დოკუმენტის ტიპი და სასურველი ენა. სერტიფიცირებული თარჯიმნების მიერ ნათარგმნ და თქვენი სურვილისამებრ ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტს კი, კურიერი სასურველ მისამართზე მოგაწვდით.


დოკუმენტების თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება:
online.translate.ge
იაფი ავიაბილეთები: FLY.GE