საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპულმა ორგანიზაციამ, EUROCONTROL-მა 2021 წელი შეაჯამა.
ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპის 41 ქვეყანას შორის საავიაციო ბაზარზე ყველაზე დადებითი ტენდენცია ალბანეთში დაფიქსირდა. კერძოდ, 2019 წელთან შედარებით, ალბანეთში შარშან ფრენების რაოდენობა მხოლოდ 8%-ით, დაახლოებით 2 ათასი ერთეულით შემცირდა. მეორე ადგილზე ბოსნია-ჰერცეგოვინაა (–20%), მესამეზე სომხეთი (–22%), მეოთხეზე უკრაინა (–26%), მეხუთეზე კი საბერძნეთი (–27%).
EUROCONTROL-ის ცნობით, საქართველო მე-16 ადგილს იკავებს, შარშან ფრენების რაოდენობა, პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, 39%-ით, დაახლოებით 18 ათასი ერთეულით შემცირდა.
2019 წელთან შედარებით ყველაზე მკვეთრი ვარდნა გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიასა და ფინეთში დაფიქსირდა – სამივე ქვეყანაში ფრენების რაოდენობა 62%-ით შემცირდა.