საქართველოს აეროპორტების გაერთიანება “საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის 2021”-ის შერჩეულ მონაწილედ დასახელდა
0

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება “საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის 2021”-ის შერჩეულ მონაწილედ დასახელდა

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ფინანსური გამჭვირვალობის  ყოველწლიურ კონკურსში (BARTA), ზედიზედ მეორე წელია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) შერჩეულ მონაწილეთა შორის (shortlisted participant) სახელდება.

კომპანია „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო-2021“-ის კონკურსში მონაწილეობას უკვე მეორედ იღებს. ყოველწლიური ღონისძიების ორგანიზატორია მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი და საქართველოს აუდიტისა და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდი.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ ორგანიზატორებს კომპანიის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიება პირველად 2019 წელს ჩატარდა და კომპანიების  ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებას ისახავს მიზნად.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კომპანიები წლიური ანგარიშის ფარგლებში მმართველობითი, კორპორაციული მართვის და არასაფინანსო ანგარიშგებებს წარადგენენ.