2021 წლის იანვარ-ნოემბრის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები, ჯამში 2 237 038 მგზავრს მოემსახურა, რაც 174,59%-ით მეტია 2020 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, ხოლო პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით 46%-ით აღდგენილი.
2021 წლის 11 თვის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 493 258, ქუთაისის აეროპორტი 2021 წლის იანვარ-ნოემბერში 240 575-ს, ხოლო ბათუმის აეროპორტი 490 434 მგზავრს მოემსახურა.
არსებული ინფორმაცია, თვალსაჩინოს ხდის, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას.