რა უნდა იცოდეთ, თუ “COVID-19”-ის პირობებში, “შენგენის ქვეყნებში” ვიზიტს გადაწყვეტთ
+3

რა უნდა იცოდეთ, თუ “COVID-19”-ის პირობებში, “შენგენის ქვეყნებში” ვიზიტს გადაწყვეტთ

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ბიომეტრიულ პასპორტს ფლობდნენ, 2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გამზავრება უვიზოდ შეეძლოთ, თუმცა COVID-19-ის პირობებში, საზღვრის კვეთის წესები შეიცვალა. რიგმა ევროპულმა ქვეყნებმა, საქართველო ,,უსაფრთხო ქვეყნების სიიდან’’ ამოიღეს, რის გამოც საქართველოს  მოქალაქეებს, საზღვრის გადაკვეთისთვის სამუშაო ან სასწავლო ვიზა, ან სხვა დამატებითი პირობები/დოკუმენტები ესაჭიროებათ.

ქვემოთ მოცემულ ინფორმაციაში, მოგაწვდით ცნობებს, იმ ევროპული ქვეყნების შესახებ, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ, PCR  ტესტისა და წინასწარ შევსებული აპლიკაციის საფუძველზე უშვებენ.

  1. ბოსნია და ჰერცეგოვინა - დაშვებულია, ტესტის პირობით

ამასთან, საზღვარზე უნდა წარედგინოს PCR ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი. ტესტი ჩატარებულ უნდა იყოს ბოსნია და ჰერცეგოვინას მიმართულებით გამგზავრებამდე, არაუგვიანეს 48 საათისა.

 

  1. ბულგარეთის რესპუბლიკა - დაშვებულია

საქართველოს მოქალაქეებს, ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა, ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული, „PCR“ ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში შეუძლიათ.

 

  1. შოტლანდია

შოტლანდიაში პირდაპირი ფრენით მიმავალმა ყველა პირმა:

  • წინასწარ გამომგზავრებამდე უნდა წარმოადგინოს ბოლო 3 დღის განმავლობაში გაკეთებული „PCR“ ტესტის უარყოფითი პასუხი;
  • დაჯავშნოს და შეიძინოს საკარანტინო სასტუმროში მართული იზოლაციის 10-დღიანი პაკეტი(კარანტინის პერიოდი აითვლება ჩასვლის მომენტიდან). პაკეტის ჯამური საფასურია 1 750 გირვანქა სტერლინგი(დამატებითი ზრდასრული პირის ან 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვისთვის - 650 გირვანქა სტერლინგი, ხოლო 5-12 წლამდე ასაკის ბავშვისთვის - 325 გირვანქა სტერლინგი);
  • გამომგზავრებამდე შეავსოს მგზავრის ადგილმდებარეობის ფორმა, სადაც უნდა მიეთითოს საკონტაქტო ინფორმაცია, საბოლოო დანიშნულების ადგილი და კარანტინის პაკეტის ჯავშნის ნომერი.
  • კარანტინის მე-2 და მე-8 დღეს, გაიკეთოს ვირუსით ინფიცირების „PCR“ ტესტი;

 

 

  1. კვიპროსი

 

  • გამგზავრებამდე 24 საათით ადრე უნდა შეივსოს ე.წ. "Cyprus Travel Pass"
  • საზღვარის კვეთისას, სავალდებულოა, გამგზავრებამდე 72 საათით ადრე ჩატარებული „PCR“ ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა, ხოლო კვიპროსში ჩასვლისთანავე, ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში, საკუთარი ხარჯებით, განმეორებით „PCR“ ტესტის ჩატარება და ერთი დღით თვითიზოლაციაში გადასვლა, „PCR“ ტესტის პასუხამდე.

 

 

  1. რუმინეთი - დაშვებულია

 

რუმინეთის საგანგებო სიტუაციების, ეროვნული კომიტეტის მიერ დამტკიცებული, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის ქვეყნების განახლებული სიიდან, 2021 წლის 4 მარტის მდგომარეობით, საქართველო ამოღებულია. რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეს არ ეხება კარანტინი/იზოლაცია.

თუმცა, თუ საქართველოს მოქალაქეს არ აქვს რუმინეთის ბინადრობის მოწმობა ან არ არის რუმინეთის მოქალაქის ოჯახის წევრი, ქვეყანაში ტურისტულად შესვლა უპირობოდ არ შეუძლია. მან ჯერ კონსულტაცია უნდა გაიაროს თბილისში, რუმინეთის საელჩოსთან,  რიგ შემთხვევებში,  საჭიროა შესაბამისი ვიზა.

 

 

 

  1. სერბეთი

უცხო ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეს სერბეთში შესასვლელად, საზღვრის კვეთამდე, მინიმუმ 48 საათით ადრე გაკეთებული „PCR“ ტესტის წარდგენა მოეთხოვება.

 

 

  1. ხორვატია - დაშვებულია, თვითიზოლაციის ან „PCR“ ტესტის პირობით

სავალდებულო, წინასწარ გადახდილი განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, ხორვატიაში ტურისტული მიზნით შესვლა ნებადართულია.

იმ შემთხვევაში, თუ პირი საზღვრის კვეთისას, ხორვატიის საზღვრის გადაკვეთამდე 48 საათით ადრე ჩატარებული „PCR“ ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენს, ის არ დაექვემდებარება თვითიზოლაციას ან კარანტინს.

 

იმ შემთხვევაში, თუ პირი წარადგენს 48 საათზე უფრო ხანდაზმულ ტესტს, მას მოუწევს თვითიზოლაციაში გადასვლა და ხორვატიაში საკუთარი ხარჯებით განმეორებითი ტესტის ჩატარება.