საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია “Skycab” გამოჩნდება
0

საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია “Skycab” გამოჩნდება

მალე საქართველოს ავიაციის ბაზარზე ახალი ავიაკომპანია “Skycab” დაიწყებს ოპერირებას. როგორც “Skycab”-ში განმარტავენ, ავიაკომპანიის ფორმულირებისთვის და შესაბამისი ნებართვების მისაღებად მუშაობა უკვე დაწყებულია.

ავიაკომპანია მომხმარებელს ისეთი უნიკალურ საავიაციო სამუშაოების შესრულებას შეთავაზებს, როგორიცაა:


სასოფლო-სამეურნეო და სატყეო სამუშაოები (მცენარეთა დაავადებებთან ბრძოლა; მავნე მწერებთან ბრძოლა; აეროთესვა);
აეროგადაღება (ტოპოგრაფიული რუკების შედგენა; გეოლოგიური დაზვერვა; ნიადაგისა და წყლის დაცვა და გამოყენება; სოფლის მეურნეობა; სატყეო მეურნეობა; ქალაქის დაგეგმარება და განვითარება);
აეროვიზუალური ფრენა/პატრულირება (ტყის პატრულირება; გარეულ ცხოველებზე დაკვირვება; ზვავსაშიში რაიონებისა და მყინვარების პატრულირება; მეტეოროლოგიური დაკვირვება; საავარიო სამუშაოები (სასწრაფო სამედიცინო დახმარება; საძებნ და საავარიო-სამაშველო სამუშაოები; სატყეო და დასახლებული პუნქტების ხანძართან ბრძოლა);

კომპანიის გეგმებშია ასევე მგზავრთა გადაყვანა და ავიაციის სფეროში სასწავლო გაცვლითი პროგრამების განხორციელება.

“Skycab”-ში განმარტავენ, რომ ავიაკომპანიის ფორმირებისა და სამომავლო გეგმების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდიან ინფორმაციას.