გერმანული ავიაკომპანია Condor-ი საქართველოს მიმართულებით ოპერირებას იწყებს
0

გერმანული ავიაკომპანია Condor-ი საქართველოს მიმართულებით ოპერირებას იწყებს

მიმდინარე წლის 1 მაისიდან, გერმანული ავიაკომპანია “Condor”, ფრანკფურტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, რეგულარუ ავიარეისებს შეასრულებს.

 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე ფრენები, 28 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს განხორციელდება.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Condor-ს აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 20 აპრილს მიანიჭა.

 

გერმანული ავიაკომპანია Condor-ი საქართველოს მიმართულებით ოპერირებას იწყებს