350 ათას ლარიანი ინვესტიცია – თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა
0

350 ათას ლარიანი ინვესტიცია – თბილისის საერთაშორისო აეროპორტი განახლდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მგზავრთანაკადის გამტარობის გასაუმჯობესებლად, მმართველმა კომპანია TAV Georgiam, 350 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

ინსფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, აეროპორტს, გამგზავრების სივრცეში 10 ახალი ჯიხური დაემატა. არსებულები კი სრულიად მოდერნიზდა. საპასპორტო კონტროლის სივრცე, გაიზარდა 8 მეტრით.

TAV Georgia მუდმივად ავითარებს მის პორტფელში არსებულ, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს. ბოლო განახლების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპასპორტო კონტროლის სიგრძე 240 მეტრით გაიზარდა, ხოლო ჯამში მოდერნიზდა 510 კვადრატული მეტრის მოცულობის სივრცე.