მგზავრობა და მოგზაურობა ნიდერლანდებში – სატრანსპორტო სახელმძღვანელო მოგზაურებისთვის
+3

მგზავრობა და მოგზაურობა ნიდერლანდებში – სატრანსპორტო სახელმძღვანელო მოგზაურებისთვის

ევროპული მოგზაურობა, ნიდერლანდების ულამაზესი ქარის წისქვილების, ტიტების აყვავებული ველების, ყავის სურნელოვანი მაღაზიების ან ამსტერდამის ფერადი ქუჩების ნახვის გარეშე, თითქმის წარმოუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდები პატარა ქვეყანაა, აქ მოგზაურობა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაცაა, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, რასაც ჰოლანდიის ინფრასტრუქტურული განვითარების დონე და ტრანსპორტის მაღალი ხარჯები განაპირობებს. თუმცა, წინამდებარე ბლოგში, გაგიზიარებთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელიც თქვენს ფინანსებს მნიშვნელოვნად დაზოგავს და ნიდერლანდური თრიფით, მეტი სიამოვნების მიღებაში დაგეხმარებათ.

 

ჰოლანდიაში გამგზავრება – საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტი

ნიდერლანდებში საჰაერო გზით გამგზავრებისთვის, ყველაზე მოხერხებული დანიშნულება, ამსტერდამის შიპჰოლის აეროპორტია, თუმცა თუ თქვენთვის უფრო მისაღები, დაბალბიუჯეტური ფრენაა, გირჩევთ ამსტერდამის(AMS), ეიდენჰოვენის და მაასტრიხტის აეროპორტებს, სადაც ევროპის ქვეყნებიდან იაფ და რეგულარულ ფრენებს, ავიაკომპანია Rynair ახორციელებს.

სახმელეთო გზით გერმანიიდან და ბელგიიდან, ჰოლანდიის მიმართულებით, ნიდერლანდების ეროვნული მატარებლით „NS”-თ შეგიძლიათ გამგზავრება.

თუ თქვენთვის ავტობუსით მგზავრობა უფრო კომფორტულია, ჰოლანდიის მეზობელი ქვეყნებიდან, დაბალბიუჯეტურ რეისებს ახორციელებენ შემდეგი კომპანიები  – „Eurolines“ და „Flixbus”.

 

მგზავრობა და მოგზაურობა, ჰოლანდიის სხვადასხვა ქალაქში

ნიდერლანდებში, შიდა მოგზაურობისთვის ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომი(განსაკუთრებით 26 წლამდე მოგზაურებისთვის) სატრანსპორტო საშუალება მატარებელია. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ე.წ. დღიური ბილეთი, რომლით სარგებლობასაც, ჰოლანდიის ნებისმიერ ქალაქში შეძლებთ. მატარებლის ბილეთებზე ვრცელდება სტუდენტური ან ჯგუფური ფასდაკლებებიც.

ჰოლანდიაში გადაადგილების ერთ-ერთ პოპულარულ საშუალებას წარმოადგენს ავტოსტოპი და მანქანის გაზიარება – „Car-sharing“. საამისოდ ყველაზე პოპულარული პლატფორმა „Blablacar“. აღნიშნულ პლატფორმაზე, ასევე შესაძლებელია კარგი ტურისტული კომპანიის მოძებნაც. Car-sharing-ის შემთხვევაში გაითვალისწინეთ მოულოდნელობები – მანქანის მფლობელმა, შესაძლოა ნებისმიერ დროს გადაიფიქროს გამგზავრება და თქვენი გეგმები შეიცვალოს.

 

მგზავრობა და მოგზაურობა ნიდერლანდებში – სატრანსპორტო სახელმძღვანელო მოგზაურებისთვის

შიდა გადაადგილება ჰოლანდიაში

გამომდინარე იქედან, რომ ჰოლანდიის ქალაქები, მცირე ზომისაა(ამსტერდამის გამოკლებით), შიდა გადაადგილებისთვის ყველაზე მოხერხებული, ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ტრანსპორტი – ველოსიპედია. ტრანსპორტის ამ სახეობით სარგებლობისთვის, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ საგზაო ნიშნები და დაიცვათ ველოსიპედით მგზავრობის კანონით გათვალისწინებული წესები.

ქვეყანაში მთავარ სატრანსპორტო საშუალებებს წარმოადგენს ტრავმაი, მეტრო და ავტობუსი, რომლებიც მკაცრად დისციპლინირებული გრაფიკით მოძრაობენ. თუ ქალაქში რამდენიმე დღით დარჩენას გეგმავთ, გირჩევთ ერთჯერადი ბილეთის ნაცვლად, სატრანსპორტო ბარათით ისარგებლოთ. მისი ღირებულება 6.50 ევროა და მგზავრობის ღირებულებას, განვლილი კილომეტრების შესაბამისად იხდით. გაითვალისწინეთ, რომ მგზავრთა გადაადგილება ჰოლადიაში მკაცრად კონტროლდება, ტრანსპორტში ასვლისას და ჩასვლისას.

გირჩევთ გადმოწეროთ აპლიკაცია „9292“, რომლის საშუალებითაც, სასურველი ტრანსპორტის ზუსტ გრაფიკს ადევნებთ თვალს.

 

ველოტური ამსტერდამში

თუ თქვენ ქალაქის გულისყურით დათვალიერება გსურთ, საუკეთესო რჩევა, რომელიც შეგვიძლია გაგიზიაროთ ქალაქში ველოსიპედით გადაადგილებაა. შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა, ტურისტული ველო-მარშრუტით. იქირაოთ ამსტერდამის ყვითელი ტურისტული ველოდიპედი, სურვილისამებრ რამდენიმე საათით ან დღით.

 

იაფი ავიაბილეთები ამსტერდამის მიმართულებით

მოგახსენებთ, რომ საქართველოს სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, ნიდერლანდებში ვიზიტი უკვე ტურისტული მიზნითაც შეუძლიათ. თუმცა ქვეყანაში შესვლის ნებისმიერი მსურველი, 10 დღიან საიზოლაციო პერიოდს ემორჩილება. სტუმარს მეხუთე დღეს შეუძლია ჩაიტაროს PCR-ტესტი და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, საიზოლაციო პერიოდი დაასრულოს.

თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით, იაფი ავიაბილეთების შეძენა, შეგიძლიათ ჩვენს პლატფორმაზე Fly.Ge. შეამოწმეთ ავიაბილეთის ღირებულება, თქვენთვის სასურველ თარიღზე:

თბილისი-ამსტერდამი ცალმხრივი ავიაბილეთი

თბილისი-ამსტერდამი ორმხრივი ავიაბილეთი

 

 

ყოფილხართ როდისმე ამსტერდამში? გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები და რჩევები.