ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, ფაქტობრივად, 40%-მდე აღდგა – მარიამ ქვრივიშვილი
0

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, ფაქტობრივად, 40%-მდე აღდგა – მარიამ ქვრივიშვილი

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ 2021 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ფაქტობრივად, 40 პროცენტამდე აღდგა 2019 წელთან შედარებით. ალბათ, ეს არის პირველი ინდიკატორი, რითიც ჩვენ შევაფასებთ გასულ 2021 წელს როგორც საკმაოდ პოზიტიური შედეგების მქონეს ტურიზმის აღდგენის მიმართულებით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2021 წელს საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 1,2 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 130 პროცენტით მეტია 2020 წელთან შედარებით. ამასთან, შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურებიდან 2019 წლის მაჩვენებლის 38 პროცენტი შეადგინა.

მაქსიმალურად ვაკეთებთ აქცენტს მხარჯველ უნარიანი ტურისტის მოზიდვაზე და ამაში გვეხმარება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლები ევროკავშირის ქვეყნებთან, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებთან და სხვ. აქტიურად ვმუშაობთ ტურისტების ჩამოყვანაზე ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, ჩინეთი, იაპონია და სხვ. ამ ქვეყნებიდან შემოსული თითოეული ტურისტი საშუალოდ უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები, რომელთა ჩამოსვლაც ჩვენი ტურიზმის სექტორისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ამდენად, ჩვენ 2022 წელს ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას სამიზნე ქვეყნებთან, სადაც ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას მოვახდენთ,” – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.