“Turkish Airlines”-ის სტამბოლი-ჩიკაგოს ავიარეისზე გოგონა დაიბადა
+2

“Turkish Airlines”-ის სტამბოლი-ჩიკაგოს ავიარეისზე გოგონა დაიბადა

“Turkish Airlines”-ის ბორტზე, ავიარეისზე სტამბოლი-ჩიკაგო, ატლანტიკის ოკეანიდან 10, 000 მეტრის სიმაღლეზე გოგონა დაიბადა. როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენლები „USA Today”-სთან აცხადებენ, ახალშობილი გოგონა და დედა თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ.

ავიაკომპანიის ეკიპაჟის წევრებს, სამედიცინო დახმარების გაწევაში, ბორტზე შემთხვევით აღმოჩენილი ნეიროქირურგი დაეხმარა.

„ბილეთი რომ არ გადამეცვალა, არ ვიცი ვინ დაეხმარებოდა ქალბატონს. „ვიღაცამ“ წინასწარ განსაზვრა, რომ იმ დღეს ბორტზე ვყოფილიყავი“ – განაცხადა ექიმმა მოგვიანებით, რომელსაც ფრენა ერთი კვირით ადრე ჰქონდა დაგეგმილი.

ახალდაბადებულ გოგონას, ამერიკის მოქალაქეობა ავტომატურად მიენიჭა.

 

შეიძინეთ “Turkish Airlines”-ის ავიაბილეთები აქ: Fly.Ge