ავიაკომპანია Turkish Airlines-მა ეკონომკლასში ყველაზე დაბალი ტარიფის ბილეთებზე (EcoFly), ბარგის უფასო გადატანაზე უარი განაცხადა.
ახალი წესები ვრცელდება საშუალო დისტანციურ, საერთაშორისო ფრენებზე. მაგალითად, სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის რეისებზე.
ამიერიდან “EcoFly” ბილეთი 20 კგ-იანი ჩასაბარებელ ბარგს აღარ მოიცავს და ტარიფი მგზავრობასთან ერთად, მხოლოდ 8 კგ-იან ხელბარგს აერთიანებს. ხელბარგის ზომები მაქსიმუმ 55x40x23 სმ-მდე უნდა იყოს, ასევე შესაძლებელია ერთი პირადი ნივთის გადატანა 40x30x15 სმ-მდე. რეალურად, ავიაკომპანია პირად ნივთად განიხილავს ფოტოკამერას, ვიდეოკამერას, პატარა ხელჩანთას ან ლეპტოპს.
მგზავრობის საფასურიდან ადგილის წინასწარ არჩევის უფლებაც ამოიღეს. ადგილის არჩევისთვის თქვენ მოგიწევთ გადახდა ან ადგილის დაკავება რეგისტრაციის დროს.
“EcoFly” სატარიფო გეგმის ბილეთის დაბრუნება ან გადაცვლა ჯარიმის გადახდის შემთხვევაშიც კი შეუძლებელია. ასეთი ქმედებები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადამზიდავი გააუქმებს ფრენას ან მნიშვნელოვნად შეცვლის განრიგს.
აღსანიშნავია, რომ საშუალო მანძილის ფრენებისთვის “ExtraFly”-ის სატარიფო გეგმის ბილეთი, რომელიც მოიცავს 23 კგ ბარგს და ადგილების წინასწარ არჩევას, მხოლოდ 10 ევროთი მეტი ღირს ცალმხრივი ფრენისთვის.