ავიაკომპანია Turkish Airlines/თურქიშ ეარლაინსის მგზავრებისთვის სასიხარულო ამბავი აქვს. მოგზაურობის მოყვარულებისთვის: საერთაშორისო ფრენების დროს ბორტზე მყოფები WhatsApp-ით, Messenger-ით, iMessage-ით და სხვა მესენჯერებით სარგებლობას შეძლებენ.
ამის შესახებ თურქეთის ნაციონალური ავიაკომპანიის განცხადებაში არის ნათქვამი. ამ ინფორმაციას რასაც სააგენტო „აზერტაჯი“ ავრცელებს.
სერვისი ხელმისაწვდომია პროგრამა Miles & Smiles-ის ყველა მონაწილისთვის, აპრილიდან. ხოლო Classic Plus-ის, Elite-ისა და Elite Plus-ის სტატუსის წევრები გაფართოებულ უფასო ინტერნეტ-პაკეტებს მიიღებენ.
მესინჯერების შეუზღუდავი ტრაფიკი პირველ რიგში იმ თვითმფრინავებზე მოქმედებს, რომლებთანაც ინტერნეტთან წვდომას Turk Telekom უზრუნველყოფს. შემდგომ ეს სერვისი ინტერნეტთან დაკავშირებულ Turkish Airlines-ის ყველა თვითმფირნავზე ამოქმედდება.
გამოყენებული მასალა: